in

„ავერსის“ ახალი პროექტი „სააფთიაქო თარო“

„ავერსი“ წარმოგიდგენთ ახალ პროექტს „სააფთიაქო თარო“ – ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, ვირტუალურ სააფთიაქო თაროზე, განათავსოს მისთვის საჭირო 10 მედიკამენტი და 10 არამედიკამენტი. შემდეგ კი, ყოველდღე, ისარგებლოს ყველაზე დიდი ფასდაკლებით.

„პროექტის უპირატესობა ის არის, რომ მომხმარებელს აღარ უწევს ფასდაკლების დღეების ლოდინი – მას შეუძლია, ნებისმიერ დროს, დიდი ფასდაკლებით შეიძინოს სასურველი პროდუქცია. რაც მთავარია, პროექტში ჩაერთვება ყველა მსურველი, განურჩევლად ასაკისა.

პირად სააფთიაქო თაროზე თითოეული პროდუქტი თავსდება 1 თვის ვადით. ამის შემდეგ ის შეიძლება შეიცვალოს სხვა პროდუქტით დადგენილი სიიდან“.

„სააფთიაქო თაროზე“ განსათავსებელ მედიკამენტთა სიაში შედის:

  • საგულე საშუალებები
  • წნევის დამწევი საშუალებები
  • თრომბის საწინააღმდეგო საშუალებები
  • ქოლესტერინის მარეგულირებელი საშუალებები
  • დიაბეტის სამკურნალო საშუალებები
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა სამკურნალო საშუალებები
  • ვენების ქრონიკული უკმარისობის სამკურნალო საშუალებები
  • სასუნთქი გზების ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო საშუალებები
  • თვალის დაავადებათა სამკურნალო საშუალებები
  • საჭმლის მონელების ქრონიკული დარღვევისას გამოსაყენებელი საშუალებები
  • რევმატული დაავადებების სამკურნალო საშუალებები და სხვ.

რაც შეეხება არამედიკამენტურ ნაწარმს, თაროზე შეგიძლიათ განათავსოთ „ავერსის“ ექსკლუზიური ბრენდების სახისა და სხეულის მოვლის საშუალებები, ბავშვის საკვები და საფენები.

პროექტით სარგებლობის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ „ავერსის“ ფარმაცევტს.

[R]

ABK-მ ბეთქილისა და დალის სვანურ ლეგენდაზე კომიქსი შექმნა

“ერი, რომელსაც შეუძლია ამხელა დონის კულტურა შექმნას, იმსახურებს დამოუკიდებლობას!” – თიბისისა და Movement-ის ვიდეორგოლი