in

Spotlight Tech-ის მხარდამჭერია „ავერსი“

Spotlight Tech-მდე სულ ცოტა დრო რჩება. 1-2 ივნისს, სტუმრები ტექნოლოგიური სცენის გარშემო შეიკრიბებიან. ღონისძიება, ტრადიციულად, Raddison Blu Iveria-ში გაიმართება და მისი მთავარი თემა იქნება „გაკვეთილები“. Spotlight Tech-ის ისტორია 2018 წელს იწყება, როდესაც ღონისძიება ამ მიმართულებით პირველად ჩატარდა. Spotlight-ის ისტორია უკვე 11 წელს მოითვლის. 2013 წლიდან მოყოლებული, ის აერთიანებს ინდუსტრიის პროფესიონალებს და იქცა სივრცედ, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ერთმანეთში ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. Spotlight-თან მეგობრობაზე „ავერსი ფარმას“ რეკლამისა და PR-ის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლალი ბრეგვაძე გვესაუბრა.

M: არაერთი წელია, „ავერსი“ Spotlight-ის მხარდამჭერია. გვიამბეთ, რა ღირებულებები გაერთიანებთ, რამაც ამჯერად, ღონისძიების მხარდაჭერა გადაგაწყვეტინათ?

„ავერსის“ გახლავთ კომპანია, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება და ნდობის მაღალი ინდექსი აქვს, კომპანია, რომელიც მუდმივად პროგრესზეა ორიენტირებული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ვითარდება. ამასთან, „ავერსი“ არაერთ ეროვნული მნიშვნელობის პროექტს ახორციელებს და მუდამ მხარს უჭერს ორგანიზაციებს, რომლებიც ამავე მიზნებს ემსახურებიან, ერთ-ერთი ასეთი პროექტია Spotlight.

M: თქვენი ხედვით, რა როლი აქვს სფოთლაითს მარკეტინგისა და ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში?

Spotlight-მა არაერთი სტარტაპერი და ნიჭიერი ახალგაზრდა წარუდგინა საზოგადოებას;  არაერთ ახალ წამოწყებას და ტექნოლოგიურ პროექტს გაუკვალა გზა. ამგვარ ინიციატივებს თანადგომა აუცილებლად უნდა გამოვუცხადოთ. სწორედ ამიტომ „ავერსი“ Spotlight-ის სპონსორი და მეგობარია.

M: 1-2 ივნისს, სფოთლაით ტექის მთავარი თემაა „გაკვეთილები“. რა მოლოდინი გაქვთ ღონისძიებასთან დაკავშირებით და რას უმზადებთ სტუმრებს?

ყოველი ახალი პროექტი, დაარსებისთანავე უამრავ გამოწვევას იღებს. ერთი მიზნის გარშემო გაერთიანებულ ძლიერ გუნდს აქვს უნარი წარუმატებელი ნაბიჯებიც კი სასიკეთოდ გამოიყენოს „გაკვეთილად“ ჩათვალოს და ახალი, უფრო ამბიციური გეგმები დაისახოს.  მიღებული გამოცდილება კი სხვებსაც გაუზიაროს. ჩვენი მოლოდინია, რომ „სფოთლაითის“ თემა პროექტის თითოეული მონაწილისთვის სასარგებლო და სასიამოვნო „გაკვეთილი“ იქნება.

Spotlight Tech 2024-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი

გენერალური პარტნიორი: eTeam

ოქროს სპონსორი: Alta – Honor
ვერცხლის სპონსორები: Bolt, Wolt, Coinmania
ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche

მხარდამჭერები: ლურჯი ოკეანე, LionTrans, ავერსი, IT აკადემია STEP, Navne, Lutecia, Develor Georgia, Viber, ACT, Silk Hospitality

ადამიანის სისხლში მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს!

Inside Out 2-ს ნოსტალგიის პერსონაჟიც ემატება