in

„ავერსი“ Spotlight Tech-ის ოქროს სპონსორია!

Spotlight Tech ბრუნდება! „ახალი დროა“ – ამ მთავარი გზავნილით, 5-წლის შემდეგ, წლის მთავარი ტექნოლოგიური დღესასწაული კვლავ ჩატარდება და სტუმრებს ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ესაუბრება. სფოთლაითის სივრცეში ინოვაციები და ტექნოლოგიები, ჯერ კიდევ, 2018 წელს გამოჩნდა. ახლა კი, 14 მაისს, სასტუმრო Raddison Blu Iveria-ში 600 გულანთებული სტუმარი შეიკრიბება, 30-მდე სპიკერის შთამაგონებელ გამოსვლას დაესწრება, მასტერკლასებსა და ვორქშოპებზე ახლებურ ხედვას გაიზიარებს, გადაიაზრებს ტექნოლოგიების ცნებას ჩვენს ყოველდღიურობაში, შეხვდება ძველ კოლეგებს და გაიცნობს ახლებს. Spotlight Tech-ის ოქროს სპონსორია „ავერსი“. ღონისძიების მხარდაჭერაზე „ავერსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ლალი ბრეგვაძე გვესაუბრა.

M: წლევანდელი სფოთლაითის მთავარი თემაა „ახალი დროა“ და ის ტექნოლოგიებს უკავშირდება. რას ელით ღონისძიებისგან ყველაზე მეტად?

წლევანდელი სფოთლაითის თემა „ავერსისთვის“ გამორჩეულად მნიშვნელოვანია, რადგან კომპანია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და გამოყენებაზეა ორიენტირებული. „ავერსი“ ერთ-ერთი პირველი ბრენდია, რომელმაც ფარმაცევტულ სფეროში მთლიანად კომპიუტერიზებული მომსახურება დანერგა. სწორედ ჩვენმა სააფთიაქო ქსელმა შემოიტანა ფილიალებში თვითმომსახურების აპარატები, რათა მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტი შეექმნა.

„ავერსი” თანამედროვე ტექნოლოგიებზე თანხებს არასოდეს ზოგავს, რადგან ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ და მიგვაჩნია, რომ ჩვენმა ქვეყანამ აქტიურად უნდა აუწყოს ფეხი მსოფლიო ტენდენციებს. მოსახლეობის ინტერესებზე მაქსიმალური ფოკუსირება ამ მიმართულების ხელშეწყობასაც გულისხმობს, რაც, იმავდროულად, ეკონომიკის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია.

წლევანდელ სფოთლაითზე ჩვენი კომპანიის წარმდგენი გახლავთ სოფიო გოლეთიანი – სპიკერი, რომელიც „ავერსის“ თანამედროვე ტექნოლოგიურ მიმართულებებსა და მოტივაციის საკითხებზე ისაუბრებს.

M: სფოთლაითი მრავალი წელია აერთიანებს უამრავ ადამიანს. თქვენი თვალსაზრისით, რა შეცვალა ღონისძიებამ ქართულ რეალობაში?

მარკეტერი არის პლატფორმა, რომელიც კომუნიკაციისა და პარტნიორების პოვნის მარტივ გზებს გვთავაზობს. ეს ამბიციური პროექტია, რომელიც ახალგაზრდულ მაჯისცემას გრძნობს. მულტიმედიური ფორმატი შესანიშნავი რესურსია მათთვის, ვისაც ბიზნესი, მენეჯმენტი, ტექნოლოგიები, ინოვაციები და მეცნიერება აინტერესებს. ამ წლების განმავლობაში არაერთი იდეის გენერირება მოხდა, ამასთან, დელეგატებს აქვთ შესაძლებლობა, შეხვდნენ კოლეგებს და ახალი პარტნიორები იპოვონ.

M: „ავერსი“ წლევანდელი სფოთლაითის მხარდამჭერია. თქვენი შეფასებით, რითაა მნიშვნელოვანი ეს თანამშრომლობა?

„ავერსი“ ეროვნული მნიშვნელობის არაერთ პროექტს ახორციელებს და სფოთლაითის ოქროს სპონსორობაც სიამოვნებით ითავა, რადგან მარკეტინგული ღონისძიება Spotlight, რომელსაც „მარკეტერი“ ყოველწლიურად მართავს, მიზნად ისახავს სტარტაპების, ინოვაციების მხარდაჭერას, წახალისებას, პოპულარიზაციას. ამ მიმართულებით თანამშრომლობა „ავერსისთვის“ განსაკუთრებით საინტერესოა.

 

ღონისძიების წარმდგენია: e team
გენერალური პარტნიორი: Visa
ოქროს სპონსორი: ავერსი ფარმა
ვერცხლის სპონსორი: Bolt, ლისი ტრიო
ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche

მხარდამჭერები: AccountAnts, McDonald’s, Geosoft – Google Cloud, ლურჯი ოკეანე, Top Sport, Aldagi Business, BTU, It Step Academy, Adwise, Alta, Johnny Walker.

არ გამოგრჩეს არცერთი სიახლე ღონისძიებასთან დაკავშირებით, გამოიწერე Spotlight-ის ოფიციალური Facebook გვერდი.

როგორ შეუძლიათ მომხმარებლებთან ურთიერთობის აღდგენა საშუალო ზომის კომპანიებს?

ეკა ყიფიანი – ნიკა გუჯეჯიანის ჯილდოს მფლობელი, გამოცდილი კრეატორი და გუნდის საყვარელი წევრი