in

ზაფხული ჩალის ქუდებით? „ავერსის” მხიარული ფლეშმობი

თუკი ივლისის ბოლო დღეს შუა ქუჩაში უზარმაზარი ჩალის ქუდებით მოსიარულე გოგონები შენიშნეთ, მაგრამ არ იცოდით, აქტივობა რას ემსახურებოდა, გეტყვით, რომ ეს იყო „ავერსის” ფლეშმობი, რომელსაც მიზნად „ბერგასოლის” პრომოაქციის ჩატარება ჰქონდა.

ბერგასოლი ფრანგული ბრენდია. მას აქვს მზისგან დამცავი ხაზი, რომელიც საკმაოდ აქტუალურია ზაფხულის ცხელ დღეებში. იმისთვის, რომ მომხმარებელს მეტი ინფორმაცია მიეღო პროდუქციის შესახებ, ავერსმა ორიგინალური და სახალისო სარეკლამო აქტივობა დაგეგმა – პრომოგოგონები ჩალის ქუდებითა და ბერგასოლის ჩანთებით დადიოდნენ ქუჩებში და გამვლელებს პოზიტიურ განწყობასთან ერთად ბრენდის უპირატესობებსაც აცნობდნენ.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოების მხრიდან გამოხმაურება ისეთივე დადებითი იყო, როგორც თავად ფლეშმობის იდეა. ისინი ინტერესდებოდნენ ბრენდით, პროდუქტით, თავის მოვლის საშუალებებით, იღებდნენ სამახსოვრო ფოტოებს და ღიმილით აცილებდნენ აქციის მონაწილეებს.

ავერსი ფარმა ბერგასოლის ექსკლუზიური დისტრიბუტორია. ქართველ მომხმარებელს პირველად სწორედ ამ სააფთიაქო ქსელმა შესთავაზა ფრანგული ბრენდის მოვლის საშუალებების ფართო არჩევანი და მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებს მაქსიმალურად კომფორტულსა და სასიამოვნოს გახდის.

[R]

MAQRO CITY TBILISI – უძავი ქონების ბაზრის მოთხოვნის, ხარისხისა და სტრატეგიის სინთეზი

კინო გზაზე – თიბისის მხარდაჭერით, კინოპროექტმა საქართველო მოიარა