in

„მადლობა 15-წლიანი ნდობისთვის!“ — ავერსის კლინიკა

ვახსენებთ თუ არა „ავერსის კლინიკას“, გონებაში იელვებს აზრი, თუ როგორ შეცვალა მან ქვეყნის სამედიცინო ეკოსისტემა, გააჩინა ნდობა პაციენტსა და სამედიცინო დაწესებულებას შორის და ადამიანის საბაზისო უფლება — ჯანმრთელობა, გახადა ყველასთვის ხელმისაწვდომი. ამ მიღწევებისა და წინსვლისაკენ გადადგმული ნაბიჯების ფონზე, კლინიკა 15 წლის იუბილეს აღნიშნავს და მომავალში კიდევ უფრო დიადი მიზნების განსახორციელებლად ემზადება!

2023 წელს „ავერსის კლინიკის“ ცენტრალურმა ფილიალმა 15 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა. 22 ნოემბერს გაიმართა მასშტაბური სამეცნიერო კონფერენცია: ინოვაციები და საინტერესო კლინიკური შემთხვევები „ავერსის კლინიკაში. უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილ თემებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, გაიმართა საინტერესო დისკუსიები,  „ავერსის კლინიკის“ ექიმის მოხსენებები გამოირჩეოდა მაღალი აკადემიურობით.


საღამოს მიწურულს კი გამოვლინდნენ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები და დასახელდნენ გამარჯვებულებიც, რომლებსაც კლინიკის ხელმძღვანელებისგან ჯილდოები გადაეცათ.

ისტორიული მიმოხილვა: 

16 წლის წინ დაიბადა იდეა — ქართულ ბაზარზე გაჩენილიყო სამედიცინო დაწესებულება, რომელიც მუდმივად განახლებადი ტექნოლოგიებითა და საერთაშორისო დონის კვალიფიციური ექიმების გუნდით მომხმარებლებს საშუალებას მისცემდა, ქვეყნიდან გაუსვლელად მიეღოთ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება.

„ავერსის კლინიკის“  დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ, პირველი ფილიალი 2007 წელს, ქალაქ მარნეულში გახსნა, რომელიც მხოლოდ ამბულატორიულ მიმართულებას სთავაზობდა პაციენტებს.

2008 წელს კომპანიას რუსთავისა და თბილისის ფილიალები შეემატა, ამ უკანასკნელის გახსნით კლინიკამ ამბულატორიული პაციენტების მიღება დაიწყო.

კომპანიამ გაფართოება განაგრძო, 2009 წელს გორის N1 და ბოგდან ხმელინსკის ფილიალები გახსნა და ძალიან მალე, 2010 წელს, თემქისა და მარნეულის N2 ფილიალებიც გამოჩნდა ასპარეზზე.

2013 წელს კი, გორის მეორე ფილიალი შეემატა კლინიკათა ქსელს.

„ავერსის კლინიკის“ ზრდა ამით არ დასრულებულა. 2014 წელს საქართველოს ბაზრისთვის საკმაოდ საინტერესო და გამორჩეული მიმართულებით გამოჩნდა „ავერსის რეაბილიტაციის ცენტრი“, რომელმაც პირველმა შესთავაზა პაციენტებს სარეაბილიტაციო მომსახურების სრული სპექტრი. 

2014 წელს გაიხსნა „ავერსის ბირთვული მედიცინის ცენტრი“ — მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრი, სადაც ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების რადიოაქტიური იოდით მკურნალობაა შესაძლებელი; ასევე, პაციენტებს შეუძლიათ ჩაიტარონ ფარისებრი ჯირკვლისა და ძვლების სცინტიგრაფიული კვლევა.

2017 წელს კი , „ავერსის კლინიკა“ კახეთის შუაგულისკენ იღებს გეზს და ფილიალს ხსნის თელავში.

დღესდღეობით „ავერსის კლინიკა“ ქვეყნის მასშტაბით 15 ფილიალს, რეაბილიტაციის, ბირთვული მედიცინისა და ფიტნეს ცენტრს, ლაბორატორიისა და სისხლის ასაღები პუნქტების 28 ფილიალს აერთიანებს.

„ავერსის კლინიკის“ თითოეული ფილიალი დაკომპლექტებულია საუკეთესო, უმაღლესი ხარისხის სამედიცინო ტექნოლოგიებით, მუდმივად ზრუნავს სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე. მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა სერვისით, იქნება ეს ამბულატორია, დიაგნოსტიკა თუ ქირურგია და მიიღონ ხარისხიანი, ინოვაციური მომსახურება.

გამორჩეული ოპერაციები:

ძალიან მნიშვნელოვანი და ინოვაციური ოპერაციები, საქართველოში პირველად, „ავერსის კლინიკაში“ ჩატარდა:

  • ბაკლოფენის ტუმბოს იმპლანტაცია
  • უსისხლო ოპერაცია-სტენტ გრაფტის იმპლანტაცია
  • ფარისებრი ჯირკვლისა და ლიმფური კვანძების ამოკვეთა სხეულზე განაკვეთის გარეშე, პირის ღრუდან მიდგომით — ტრანსორალური მიდგომა
  • ტვინის ღრმა სტიმულაციის ოპერაცია, პარკინსონით დაავადებულ პაციენტებთან

2012 წლიდან კლინიკაში ტარდება ისეთი ჩარევები, როგორებიცაა ლაპაროსკოპიული კოლეცისტექტომია, ღვიძლის რეზექცია სიმსივნეების დროს, ანევრიზმების კლიპირება, ბარიატრიული ქირურგია, სხვადასხვა სირთულის რეკონსტრუქციული ჩარევები.

თანამედროვე ტექნოლოგიები „ავერსის კლინიკაში“

„ავერსის კლინიკა“ დასაბამიდან სხვადასხვა გარდამტეხი სამედიცინო მოვლენის კერა გახდა, კლინიკა აღჭურვილია ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიებით, როგორებიცაა:

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი (მრტ), რომლის უპირატესობა ის არის, რომ პაციენტს საშუალება აქვს კვლევის პროცესში, სპეციალურ მონიტორზე უყუროს მისთვის სასურველ ვიდეოს და მოუსმინოს მუსიკას, ეს ფუნქცია სტატისტიკურად 70%-ით ამცირებს კლაუსტროფობიას, 80%-ით კი ანესთეზიის გამოყენების საჭიროებას.

დენსიტომეტრიის უახლესი აპარატი DXA GE Lunar Prodigy Pro, რომელიც იდეალურია ოსტეოპოროზის განვითარების რისკის შესაფასებლად და მისი დიაგნოსტირებისთვის.
Pristina Mammography System-ის მამოგრაფიის ახალი თაობის აპარატი, რომლის სპეციალური პულტის დახმარებით, პაციენტებს საშუალება აქვთ, თავად აკონტროლონ ძუძუზე აპარატის კომპრესიის დონე და ამით თავიდან აიცილონ ზედმეტი ზეწოლით გამოწვეული ტკივილი

დღესდღეობით „ავერსის კლინიკა“ აღჭურვილია 8 მრტ (მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფი), 640 კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატითა და უახლესი ექოსკოპებით, რაც პაციენტებს აძლევს იმის გარანტს, რომ თითოეული გამოკვლევა იქნება სანდო და პროფესიონალური.

ჰიბრიდული საოპერაციო

„ავერსის კლინიკა“ პირველი და ერთადერთია საქართველოში, რომელიც ჰიბრიდული საოპერაციოთია აღჭურვილი. ეს არის ახალი ნაბიჯი, ახალი სიტყვა მედიცინაში, უდიდესი კომფორტი პაციენტისთვისა და მედპერსონალისთვის. ინოვაციურ ჰიბრიდულ საოპერაციო ოთახს ისეთი უპირატესობები გააჩნია, როგორებიცაა მინიმუმამდე დაყვანილი ინვაზიური პროცედურა, პაციენტის გამოჯანმრთელებისთვის საჭირო შემცირებული პერიოდი, გაზრდილი კომფორტი და პაციენტების ნაკადის გაზრდილი გამტარუნარიანობა. „ფილიპსის“ MAQUET სისტემა პაციენტისა და სამედიცინო პერსონალის საჭიროებებზე სრულადაა მორგებული. საოპერაციო ოთახში ინტეგრირებულია ყველა სამედიცინო მოწყობილობა, რომელიც მინიმალურად ინვაზიური (დახურული) და ღია ოპერაციების ჩასატარებლადაა საჭირო.

მთავარი კონკურენტული უპირატესობა

გარდა იმისა, რომ „ავერსის კლინიკა“ მოწინავეა ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში, ინოვაციურ სიახლეებში, მათი მთავარი უპირატესობა მაინც ის არის, რომ თითოეული ნაბიჯის გადადგმა პაციენტებზე ზრუნვასა და მათი ნდობის მოპოვებას ემსახურება.

„ავერსის კლინიკამ“ 15-წლიანი ისტორიის მანძილზე ხელმისაწვდომი გახადა საერთაშორისო დონის სამედიცინო სერვისები ქვეყნის შიგნით და შექმნა გარემო, რომელიც გახდა უცხოეთში სამკურნალოდ წასვლის სანდო ალტერნატივა და ადგილი, სადაც ნდობა და ზრუნვა ცენტრალურ ადგილს იკავებს.

სწორედ ამ გამოცდილებით, „ავერსის კლინიკა“ წარმოადგენს იმ სამედიცინო დაწესებულებას, „ვისაც ყველაზე ძვირფასს ანდობ“.

ცოტა რამ სამომავლო გეგმებზე

„ავერსის კლინიკა“ განვითარების არ წყვეტს და მომხმარებლებს ინოვაციურ, გარდამტეხ სიახლეებს ჰპირდება, რაც ყველაზე მთავარია საერთაშორისო სტანდარტების სრული სპექტრის სამედიცინო სერვისების მიწოდებით, აპირებს რომ გახდეს სამედიცინო ტურიზმის კერა საქართველოში.

[R]

AFFLELOU Paris-ის კიდევ ერთი ფილიალი თბილისში ფრანგული საღამოთი გაიხსნა!

5 მოსაწყენი კითხვა, რომლებსაც „ბრეინშტორმინგის“ დროს თავი უნდა აარიდოთ