in

„ავერსის” თვითმომსახურების აპარატები – ახალი სტანდარტი აფთიაქში

ჩვენ ირგვლივ სამყარო უწყვეტი ტექნოლოგიური წინსვლის პროცესშია, სადაც ინოვაციები ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის. სწორედ ამ ხედვის ფარგლებში „ავერსი“ მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოში ცნობილ, უახლეს, გერმანულ, უმაღლესი ხარისხის #PYRAMID-ის თვითმომსახურების აპარატს სწრაფი და მარტივი გადახდისთვის.

„ავერსი“ საქართველოში პირველი ფარმაცევტული კომპანიაა, რომელმაც მომხმარებელს მსგავსი სერვისი შესთავაზა. ამასთან, ის ფარმაცევტული სფეროს პირველი წარმომადგენელია, რომელიც ცნობილ გერმანელ მწარმოებელ „პირამიდთან“ თანამშრომლობს. საგანგებოდ ავერსისთვის შექმნილი თვითმომსახურების აპარატი სრულად არის მორგებული სააფთიაქო ქსელის მოთხოვნებზე და მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტზეა ორიენტირებული.

აპარატის გამოყენება მარტივი და ინტუიციურია, სულ სამი წესი უნდა დაიმახსოვროთ – მომხმარებელი ასკანირებს შერჩეულ პროდუქტს, იღებს სრულ ინფორმაციას ფასის, ფასდაკლებისა და საბოლოო გადასახდელი თანხის შესახებ, შემდეგ კი მარტივად იყენებს მტრედი ბარათს (თუ ბარათი თან არ გაქვთ, შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენი პირადი ან ბარათის ნომერი), საბოლოო ეტაპზე ირჩევს გადახდის სასურველ წყაროს და სწრაფად ასრულებს პროცესს.

ავერსი ზრუნავს სიმარტივით მიღწეულ საუკეთესო შედეგებზე. დღეს, უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით, თვითმომსახურების აპარატები ავერსის 262 აფთიაქშია განთავსებული, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დროის დაზოგვით და კომფორტულად შეიძინონ საჭირო პროდუქცია, მათ შორის, საახალწლო საჩუქრებიც, რომლებიც ამ სეზონზე ყველაზე აქტუალურია.

[R]

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში

საახალწლო საჩუქარი კურიერს – „ბიგ სემმა” მას ახალი სკუტერი აჩუქა