9
Jan
2018

„იფრინე დღეს, გადაიხადე ხვალ“ – ავიაბილეთების ბაზარზე სიახლეა

9 Jan 2018

ქართულმა ონლაინ პლატფორმა Price.ge-მ, ავიაბილეთების ონლაინ შეძენის სერვისი დაამატა. ამასთან, შეძენა განვადებითაც არის შესაძლებელი.

ვისთვის და რა მიზნით შეიქმნა  “ავიაბილეთები განვადებით”?

უკვე წლებია, ჩვენი მიმართულება არის მასობრივი ბაზრისთვის საჭირო სერვისების და პროდუქტების (და ინფორმაციის) მიწოდება. ერთ-ერთ ასეთ სერვისს წარმოადგენს ავიაბილეთების განვადებით შეძენა, თან სახლიდან გაუსვლელად. ამ სერვისს მოიხმარს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც მოგზაურობა და ავიაბილეთი უნდა.

დღეს, როდესაც უვიზო მიმოსვლა გვაქვს ევროპასთან, მოგზაურობის მსურველთა რიცხვიც ყოველდღიურად იზრდება. შესაბამისად, ჩვენი სერვისიც მოთხოვნადია, წარმოიდგინეთ, ჩვენი საშუალებით უბრალო სტუდენტსაც კი შეეძლება იმოგზაუროს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს რეალობაში ხალხს არ აქვს ფული, იმისათვის, რომ სრულად და ერთბაშად გადაიხადოს ბილეთის თანხა, შესაბამისად ადამიანებს ურჩევნიათ, რომ განვადებით იყიდონ ავიაბილეთი. ამ მხრივ ჩვენ ვუმარტივებთ ადამიანებს ცხოვრებას და ვაძლევთ საშუალებას იმოგზაურონ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.  

ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ვებგვერდის ფუნქციებში არის ავიაბილეთის ყველაზე დაბალ ფასად და თან ონლაინ განვადებით შეძენის შესაძლებლობა, რაც ქართულ ბაზარზე ნამდვილად არ ყოფილა აქამდე და სწორედ ჩვენ ვართ პირველები, ვინც ეს პროდუქტი დანერგა.

რას სთავაზობთ მომხმარებელს?

ჩვენი ვებგვერდი მომხარებელს სთავზობს მარტივად მოიძიოს ინფორმაცია ყველაზე იაფი ავიაბილეთების შესახებ და შეძლოს სასურველი ავიაბილეთის შეძენა ყველაზე დაბალ ფასში და თან ონლაინ განვადებით.

როგორ ხდება ავიაბილეთის ონლაინ-განვადებით შეძენა?

მას შემდეგ, რაც მომხმარებელი მოიძიებს და შეარჩევს სასურველი მიმართულების ავიაბილეთს ყველაზე დაბალ ფასში, შეავსებს განაცხადს და დაგვიტოვებს საკონტაქტო ინფორმაციას, ჩვენი ოპერატორები უმოკლეს დროში დაუკავშირდებიან.

შემდეგი ეტაპია განაცხადის დამუშავება. ოპერატორთან გასაუბრების შემდეგ, მომხმარებლების განაცხადები განსახილველად გადაეცემა ბანკებს და უმოკლეს ვადაში დაუმტკიცებენ განვადებას.
განვადების დამტკიცების შემდეგ მომხმარბელი მიიღებს შეძენილ ავიაბილეთს, რომელსაც ჩვენ ადგილზე მივაწვდით (საქართველოს მასშტაბით). შემდეგ კი მათ ისღა დარჩნიათ, რომ ისიამოვნონ მოგზაურობით.

[პარტნიორის სიახლე]

განხილვა