ავიაბილეთების მაძიებლები დიდ დროს ხარჯავენ სასურველი ავიარეისის შესარჩევად – რამდენიმე სხვადასხვა საიტზე ერთდროული ძებნა და შემდეგ შედარება ძალისხმევას მოითხოვს. aviabiletebi.org ძიებასთან დაკავშირებული ამ საკითხის გამარტივებისთვის შეიქმნა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ერთ სივრცეში გაერთიანებულია 728 ავიაკომპანია, მათ შორის, დაბალბიუჯეტიანი და სტანდარტული კომპანიები. aviabiletebi.org, 2016 წლიდან, The International Air Transport Association (IATA)-ს წევრია. 2017 წლიდან, iOS და Android-ის ოპერაციული სისტემების მომხმარებლებისთვის, შესაბამის აპლიკაციაზე, დამატებითი ფასდაკლებებით სარგებლობა გახდა ხელმისაწვდომი. aviabiletebi.org-ის სერვისებით სარგებლობა, offline რეჟიმში, ფილიალში მისვლითაც არის შესაძლებელი. დეტალებზე კომპანიის დამფუძნებელს, მახო კევლიშვილს, ვესაუბრეთ.
M: რას წარმოადგენს aviabiletebi.org?
www.aviabiletebi.org ავიაბილეთების საძიებო სისტემაა, რომელიც ეხმარება მომხმარებელს მოიძიოს ის ონლაინ სააგენტო რომელიც მოთხოვნილ კონკრეტულ ბილეთს ყიდის ყველაზე იაფად. ანუ თუ ჩვენს საძიებო სისტემაში პირობითად ჩავწერთ 1 დეკემბერს თბილისი ამსტერდამი. სისტემა ავტომატურად გამოითხოვს ჩვენი 70 პარტნიორიდან და 700-ზე მეტი ავიაკომპანიისგან ამ კონკრეტული ბილეთის ფასებს, შემდეგ ალგორითმი დაალაგებს ყველაზე იაფან შემოთავაზებას და გადაგამისამართებთ ზუსტ იმ პარტნიორთან რომელიც ყიდის ამ ბილეთს ყველაზე იაფად. ამ ყველაფრის მოძიებას ცალცალკე დასჭირდება ძალიან დიდი რესურსი და დრო, ჩვენი საძიებო სისტემა კი ამას აკეთებს არაუმეტეს 30 წამისა.
M: რა მომსახურებები გაქვთ?
ავიაბილეთები, სასტუმროები, სამოგზაურო დაზღვევა, კრუიზები. ასევე, გთავაზობთ ანალოგიური ტიპის პროექტი სასტუმროების დაჯავშნაზე, რომელიც ცალკე მდგომი საიტია – www.hotellist.ge.
M: რას მოიაზრებთ თქვენს მთავარ უპირატესობად?
მთავარი უპირატესობებია: სისწრაფე ავიაბილეთის მოძებნის, დაბალი ფასი, სისტემაში 728-ზე მეტი ავიაკომპანია, დაბალი მომსახურების საკომისიო, დროის დაზოგვა, მოხერხებული მობილური აპლიკაციები ავიაბილეთების დასაჯავშნად (iOS და Android).
M: როგორ ხედავთ სამომავლო განვითარებას?
კომპანია ბაზარზე გამოჩნდა 2016 წლიდან და საკმაოდ წარმატებულად, პირველი ოფისი გაგარინის ქუჩაზე არის (5 ნომერში), 2018 წლის აგვისტოში კომპანიამ გახსნა თავისი მეორე ოფისი ქეთევან წამებულის გამზირზე, მომავალში ვგეგმავთ რეგიონებში გაფართოებას. მომავალი წლიდან ვაპირებთ დავიწყოთ მუშაობა საქართველოს (შიდა) ტურებზე. ასევე, ვაგრძელებთ ჩვენი ვებგვერდის და მობილური აპლიკაციების დახვეწას ახალი პარტნიორების და ავიაკომპანიების მოზიდვას.
[R]