in

არც ჯაკუზი და არც ქაშმირის სავარძელი, უბრალოდ Heineken–ი! ავიაკომპანია KLM–ის მაცდური შემოთავაზება მგზავრებს

თვითმფრინავით მგზავრობის კომფორტი უკვე მხოლოდ რბილი სავარძლებითა და კარგი მომსახურებით აღარ შემოიფარგლება. ავიაკომპანიებს შორის სერიოზული კონკურენციაა გაჩაღებული და უკვე ცოტა არ იყოს, რთულიც არის უჩვეულო სიურპრიზის მოფიქრება, რის გაკეთებაც ამ საჰაერო ტრანსპორტშია შესაძლებელი. თუმცა, ავიაკომპანია KLM–მა მაინც შეძლო, ძალიან მარტივი და მეტად მოთხოვნადი შტრიხის დამატება.

 

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კომპანია თავის მგზავრებს უკვე ქაშმირიან სავარძლებს სთავაზობს, ზოგი კი ჯაკუზს, KLM–ის ახალი შემოთავაზება არანაკლებ მიმზიდველი აღმოჩნდა, ყოველ შემთხვევაში, ლუდის მოყვარულები სხვა თვითმფრინავით აღარ იმგზავრებენ. მგზავრებს ფრენის დროს, მიწიდან ათასობით კილომეტრზე, ცივი, ახლად ჩამოსხმული, ფუმფულა ქაფიანი Heineken–ის განუმეორებელი ლუდის მირთმევის ფუფუნება აქვთ. აბა, ვინ იტყვის ამაზე უარს?!

როგორც ჩანს, კომპანია  KLM–ი კარგად იცნობს თავის მომხმარებელს და ზუსტად იცის, რა არის მათი სუსტი წერტილი.

ვინ უფრო კრეატიულია?! რობოტისა და ადამიანის შემოქმედებითი შერკინება

მშიერი ბავშვებისთვის საკვების მიწოდების საუკეთესო გზა MasterCard–ისგან