in

ავიაკომპანია თვითმფრინავში დასაწოლი ადგილების დამატებას გეგმავს

veon
veon

Air New Zealand-მა გადაწყვიტა საჰაერო მოგზაურობა მეტად კომფორტული გახადოს — 2024 წლისთვის ავიაკომპანია ეკონომ კლასის მგზავრებს ორსართულიან საწოლებს შესთავაზებს. დიახ, ეს მხოლოდ მდიდრებისთვის არ იქნება და მოგზაურობას განსაკუთრებით იმ ადამიანებს გაუადვილებს, რომლებსაც ფრენა დიდი ხნის მანძილზე უწევთ. 

კონკრეტულად კი მგზავრებს ექვსი დასაწოლი ადგილიდან ერთის ქირაობა ოთხი საათის განმავლობაში შეეძლებათ, თუმცა ჯერ არ ვიცით, რა ეღირება ეს სიამოვნება…

გვინდოდა, ჩვენი ეკონომ კლასის მომხმარებლებისთვის დასაწოლი ვარიანტიც შეგვეთავაზებინა და ასე დაიბადა Skynest. ეს ეკონომ მოგზაურობის გამოცდილებისთვის თამაშის ნამდვილი ცვლილება იქნება, — ამბობს გრეგ ფორანი, აღმასრულებელი დირექტორი. 

ავიაკომპანია Business Premier სავარძლების განახლებასაც გეგმავს. სხვა ინოვაციები კი ფრენის დროს გასართობ სისტემასთან უსადენოდ, Bluetooth-ის საშუალებით დაკავშირებასა და „მედიტაციური ეკრანის კონტენტს”, სახელწოდებით Zentertainment მოიცავს.

თუმცა ისიც მართალია, რომ Boeing 787-9 Dreamliner-ზე, სადაც 300 მგზავრი თავსდება, 6 საძილე ადგილი ყველასთვის საკმარისი არ იქნება… მაგრამ ეს მაინც მისასალმებელი ცვლილებაა, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც ბევრი ფულის დახარჯვა ბიზნესისა თუ პირველი კლასისთვის არ შეუძლია.

NASA-მ ნანოსატელიტი მთვარეზე ადამიანების დასაბრუნებლად გაუშვა

ფორმულა 1-ის განვლილი გზა დღევანდელობამდე