in

ავიაკომპანიები ბატების გამო „ჩხუბობენ“ — Emirates-ის ახალი რეკლამა

მიუხედავად იმისა, რომ ბატს ფრთები აქვს, მოგზაურობის დროს ურჩევნია, ფეხები სკამებზე შემოაწყოს და მშვიდად იფრინოს Emirates-ის მეშვეობით. რატომაც არა? სულელი ხომ არ არის, ფრთები დაღალოს, ჰაერის ნაკადს თავად ებრძოლოს, წვიმა და ჭექა გამოიაროს?! პფფ…

მეტად რომ არ დაიბნეთ, გეტყვით, რომ Emirates-ის ახალ ვიდეორგოლზე ვსაუბრობთ, რომლის მთავარ გმირად ბატი გვევლინება, სახელად ჯერი. პრობლემა ის არის, რომ ვიდეო თითქმის იდენტურია Air New Zealand-ის 2016 წლის სარეკლამო კამპანიისა, რომელშიც ასევე წარმოდგენილი იყო ზარმაცი ბატი დეივი.

ამიტომაც, რეკლამის საპასუხოდ, Air New Zealand-მა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც დეივი ულოცავს თავის მეგობარ ჯერის მოგზაურობის უფრო მარტივი გზის არჩევას. შემდეგ კვლავ Emirates-მა უპასუხა ვიდეოთი, სადაც ჯერი განმარტავს, რატომ ირჩევს აღნიშნულ ავიაკომპანიას, როგორც მისი მოგზაურობის სასურველ რეჟიმს.

ნახეთ: ეკრანებზე დატოვებული ანაბეჭდები, როგორც ხელოვნება

ასე იქცა ელექტრონული სპორტი მარკეტერების სათამაშო მოედნად