in ,

გეშინიათ თვითმფრინავით მგზავრობის? – Royal Jordanian-ის რგოლი დისკრიმინაციაზე

არიან ადამიანები, რომლებსაც არც თვითმფრინავის ეშინიათ, არც სიმაღლის და არც გაუთვალისწინებელი რისკების, მაგრამ აფიქრებთ და ზარავთ სხვა, გაცილებით უფრო ბევრი ფაქტორი, მაგალითად, გარშემომყოფების თვალებში ამოკითხული შიში, დისკრიმინაცია, ხშირად ზიზღიც კი. ეს არიან ადამიანები, რომლებსაც თვითმფრინავში მათი კანის ფერით, წვერითა და წარმომავლობით საზღვრავენ, რაც ყველაზე საგანგაშოა მათ ავტომატურად ტეროისტებად აღიქვამენ. ავიაკომპანია Royal Jordanian-მა გადაწყვიტა ამ თემასთან დაკავშირებით ისეთი სარეკლამო რგოლი შეექმნა, რომელიც საზოგადოებას მსგავსი შეხედულებების აბსურდულობაში დაარწმუნებდა და მცირედით მაინც გამოასწორებდა იმ სერიოზულ, აქტუალურ პრობლემას, რასაც დისკრიმინაცია ჰქვია. რგოლი ნამდვილად ძლიერი და ეფექტური გამოვიდა, უშუალოდ ერთი მგზავრის პირით გადმოცემული ფრენის შიში ნამდვილად დამაფიქრებელია.

BOG
BOG

 

ეკატერინე ჟვანია – #პირველისამსახური

#თაობა: კლასიკური ფერწერის პერსონაჟები თბილისის ქუჩებში! – კრეატიული პოსტერები