in

როგორ ავიცილოთ შეცდომები, რომლებსაც სტარტაპები ყველაზე ხშირად უშვებენ?

სტარტაპის შექმნა რთული, მაგრამ საინტერესო “მოგზაურობაა”. დამწყები კომპანია თითოეულ ეტაპზე ფრთხილად უნდა მოეკიდოს საკუთარ გადაწყვეტილებებს. სტარტაპის განვითარების ყველა ეტაპი, რეალურად, დამოკიდებულია რამდენიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე. ამიტომაც მეწარმეები ფრთხილად უნდა იყვნენ, რათა თავიდან აიცილონ ის ტიპური შეცდომები, რომლებსაც სტარტაპერები ყველაზე ხშირად უშვებენ ხოლმე.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ბევრი სტარტაპერი არაა მოქნილი როგორც საკუთარ ბიზნეს იდეასთან დაკავშირებით, ისე გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც

სტარტაპის დაწყების მომენტიდანვე მოქნილობა არის მთავარი ელემენტი, რომელიც წარმატების მისაღწევად აუცილებელია. თავდაპირველად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გესმოდეთ ბაზრის საჭიროებები და თქვენი პროდუქტისა თუ მომსახურების პოტენციური მოთხოვნა. კვლევები, ბაზრის კვლევები და სანდოობა მნიშვნელოვანია. აუცილებელია თქვენი პროდუქტი თუ მომსახურება ეტაპობრივად “ააწყოთ”. ამისათვის, უნდა ჩაატაროთ ბაზრის კვლევა და გაიგოთ, რა სჭირდება მას და თქვენი პროდუქტის ეტაპები სწორედ მის მოთხოვნას შეუსაბამოთ. შემდგომ უკვე, თუკი ამ ბაზრისგან დაინახავთ, რომ თუნდაც თქვენი პროდუქტის დიზაინი არ შეესაბამება გავრცელებულ დიზაინებს, მარტივად შეძლებთ, ეს დეტალი შეცვალოთ და დანაკარგები შეამციროთ. ამიტომაცაა, რომ სტარტაპერებს ყველაზე მეტად მოქნილობის უნარის განვითარება სჭირდებათ.

სტარტაპერები ხშირად იყვანენ ერთნაირი უნარების მქონე თანამშრომლებს

დივერსიფიცირებული გუნდი, სხვადასხვა უნარის მქონე თანამშრომლები საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კომპანიის წარმატების მიღწევაში. დამწყები მეწარმეები ხშირად ერთნაირი უნარებისა და შესაძლებლობების მქონე თანამშრომლებს იყვანენ სამსახურში. რეალურად კი, უმჯობესია, თანამშრომლებს შორის მრავალფეროვანი პერსპექტივა ჰქონდეთ, რადგან სხვადასხვა პერსპექტივა ხშირად საუკეთესო შესაძლო გადაწყვეტილებებამდე მიდის.

ბევრ სტარტაპერს ბაზრის ბოლომდე “არ ესმის”

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტარტაპის დამფუძნებლებმა კარგად იცოდნენ ბაზარი. ზოგიერთი სტარტაპერი იმ ინდუსტრიაში იწყებს საქმიანობას, რომელშიც ძალიან დიდი კონკურენციაა. ჰკითხეთ საკუთარ თავს: “რომელია ჩემი უნიკალური ნიშა და როგორ გავუმკლავდები ამ კონკურენციას?” რაც მეტს შეიტყობთ ინდუსტრიის შესახებ, მიხვდებით, რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ და როგორ შეძლებთ მათ გადალახვას.

სტარტაპერებმა ხშირად არ იციან, რა ოდენობის კაპიტალი უნდა შეაგროვონ და რამდენი შესთავაზონ ინვესტორებს

ბევრმა დამწყებმა ბიზნესმენმა არ იცის, რა კაპიტალი უნდა დაუთმოს საწყის პერიოდში ზრდას. ხშირ შემთხვევაში, კომპანიის ადრეულ ეტაპზე, ისინი ზედმეტ კაპიტალს თმობენ მცირე კაპიტალის სანაცვლოდ. რეალურად კი, როდესაც მათ მეტი ფულის შეგროვება სჭირდებათ, გარიგება ნაკლებად მიმზიდველი ხდება ახალი ინვესტორებისთვის. იმის ცოდნა, თუ რამდენ კაპიტალს გვთავაზობენ თითოეულ ეტაპზე, მნიშვნელოვანია. როდესაც სტარტაპი პროგრესირებისკენ მიდის, დამფუძნებლებს და გუნდის მთავარ წევრებს სჭირდებათ საკმარისი წილი, რომ კომპანიაში მოტივირებულები დარჩნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გუნდს არ ექნება საკმარისი მამოძრავებელი ძალა, რომ მიაღწიოს წარმატებულ ლიკვიდურობას.

წყარო: Inc



ფოლკ ჯგუფი „სტუმარი“ ახალ ალბომს აქვეყნებს

ეს ვენდინგ აპარატი, სნექების ნაცვლად, გემრიელ საკითხავს გაწვდით