in

სოციალური ვიდეო 16-დღიანი აქტივიზმის კამპანიის ფარგლებში

ყოველ ხუთ ქალში ერთი (20%) აცხადებს, რომ პარტნიორი მაკიაჟს უკონტროლებს, ხოლო ყოველი ექვსი ქალიდან ერთმა (15%) განაცხადა, რომ გამოუყენებია მაკიაჟი პარტნიორის მიერ მიყენებული ფიზიკური ტრავმის დასამალად.

კოსმეტიკის საერთაშორისო კომპანია AVON-მა „16-დღიანი აქტივიზმის“ კამპანიის ფარგლებში გამოაქვეყნა სოციალური კვლევა, რომლის მიხედვითაც, ქალების მეხუთედი (20%) ამბობს, რომ მათ პარტნიორს გავლენა აქვს მათ მაკიაჟზე. ხოლო იგივე რაოდენობა აცხადებს, რომ მათი პარტნიორი აკონტროლებს, რა რაოდენობით მაკიაჟს მოიხმარს. ამ უკანასკნელზე ყველაზე მეტი შემთხვევა 25-34 წლის ასაკობრივ კატეგორიაში დაფიქსირდა (30%). შემაძრწუნებელია ის ფაქტიც, რომ ექვსი ქალიდან ერთმა (15%) გამოიყენა მაკიაჟი პარტნიორის მიერ მიყენებული ტრავმის დასამალად.

კვლევა, რომელიც 7,173 ქალის გამოცდილებას ასახავს, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ფილიპინებში, თურქეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა. შედეგები ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად განიცდიან ქალები იძულებით კონტროლს მამაკაცი პარტნიორის მხრიდან გარეგნობის მანიპულირების გზით.

გამოკითხულ ქალთა ორი მეხუთედი (39%) შესწრებია მათი მეგობრის გარეგნობაზე პარტნიორის გავლენას ან კონტროლს, თუმცა მათგან მეოთხედზე მეტმა (27%) განაცხადა, რომ ამის საპასუხოდ არანაირი ზომებისთვის არ მიუმართავს — მიიჩნიეს, თითქოს ეს მათი საქმე არ იყო. საერთო ჯამში, კვლევის შედეგების მიხედვით, ბევრად მეტი მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ ქალებმა შეძლონ ძალადობის ამ ფორმაზე საუბარი და გაიაზრონ, რამდენად მნიშვნელოვანია სხვების მხარდაჭერა და გაძლიერებაც.

მიმდინარე კამპანიის ფარგლებში AVON-მა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით გამოაქვეყნა სოციალური ვიდეო „უკუ მაკიაჟის ტუტორიალი“, რომელიც ძალადობას გადარჩენილების რეალურ ემოციებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიქმნა.

 

ქალების მიმართ ძალადობა დღემდე ყველაზე გავრცელებული ადამიანის უფლებების დარღვევაა მსოფლიოში. „აქტივიზმის 16 დღეარის ძალადობის წინააღმდეგ გამოსვლის ყველაზე აქტიური პერიოდი და სწორედ ამ კამპანიისთვის შევქმენით სოციალური ვიდეო სახელწოდებითუკუმაკიაჟის ტუტორიალი“, რომელიც ეფუძნება ძალადობას გადარჩენილების რეალურ ისტორიებს. ვიდეოს მიზანია, აჩვენოს პარტნიორის მაკონტროლებელი და შეურაცხმყოფელი ქცევა ქალის მიმართ მისი დამცირებისა და თვითშეფასების განადგურების მიზნით, ეს ქცევა ხშირად ფიზიკური ძალადობის ნაწილია ან მისი წინამორბედი. 

სოციალური მობილიზაციის გასაზრდელად ამავე კამპანიაში ჩავრთეთ მწერლები და ბლოგერები, რომლებიც საკუთარ ნარატივებს გვიზიარებენ ძალადობის თემაზე. ჩვენი მიზანია, ავამაღლოთ ცნობიერება სხვადასხვა სახის ძალადობის შესახებ და ყველა ქალს მივაწოდოთ ინფორმაცია იმაზე, რომ დახმარება ხელმისაწვდომია“, — მარიამ როხვაძე, Avon საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი.

30 წლის განმავლობაში Avon-მა 1 მილიარდ დოლარზე მეტი შეწირულობა გაიღო ქალების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების მხარდასაჭერად. 2022 წლის ჩათვლით 91 მილიონ დოლარზე მეტი გამოიყო, კერძოდ, გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, რაც დაეხმარა თითქმის 15 მილიონ ქალს მსოფლიოში. საქართველოში ეს თანხა 70 ათას ლარს სცდება და საზოგადოების შემოწირულებით ყოველდღე იზრდება.

2023 წელს AVON საქართველომ, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისთან ერთად, დაიწყო თანხის შეგროვება ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის დედათა და ბავშვთა თავშესაფრის მხარდასაჭერად. შეგროვებული თანხით ხსენებული თავშესაფრის ბენეფიციარები მიიღებენ:

  • რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებს;
  • ფსიქოლოგის მხარდაჭერას;
  • პროფესიული გადამზადების კურსებს.

„გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის ქალებისა და გოგოების გაძლიერება, საზიანო პრაქტიკების და ძალადობის აღმოფხვრა, მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და, მათ შორის საქართველოში. მოხარული ვართ, რომ ამ გზაზე კომპანია AVON ჩვენი პარტნიორი და თანამოაზრეა. ვიმედოვნებთ, ჩვენი ერთობლივი ინიციატივის მხარდამჭერთა წრე კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რადგან ცვლილებები, რომლებიც ასე გვჭირდება უფრო თანასწორ საზოგადოებად ჩამოსაყალიბებლად, მხოლოდ თითოეული ჩვენგანის ჩართულობით ხდება შესაძლებელი და ხელშესახები“, სალომე ბენიძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის კომუნიკაციების და პარტნიორობის ანალიტიკოსი. 

კამპანიის ფარგლებში ხელმისაწვდომია საბანკო ანგარიშებიც:

თიბისიდან: GE96TB7593336020100003

საქართველოდან: GE12BG0000000393083200

აუცილებელია, დანიშნულებაში მიუთითოთ: AVON-DV

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან დონაციის გასაკეთებლად ეწვიეთ ოფიციალურ ვებგვერდს: www.avon.ge/GBV

შესაძლოა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ნებისმიერი ადამიანი გახდეს. თუ შენ ან შენ გარშემო მყოფი განიცდის ძალადობას ნებისმიერი ფორმით, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ; იცოდეთ, რომ დახმარება ხელმისაწვდომია.

დარეკე 032 2 726 717 — ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი.

[R]

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, პირველის მთების დაუჯერებელი საჩუქრების ამბავი

რას ნიშნავს 21-ე საუკუნის ბინა?! – „მეტროპოლის“ ნახევარმილიარდიანი ინვესტიცია და კონცეპტუალური მიდგომები მშენებლობაში