in

AVON: „ჩვენთან, დღეს, ონლაინ შოპინგი ისეთი კომფორტული და ხელმისაწვდომია, როგორც არასდროს“

„Avon საქართველოში“, პანდემიამ, სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიების მსგავსად, ბევრი რამ შეცვალა. თუმცა, კომპანიაში ამბობენ, რომ ადაპტაცია ძალიან სწრაფად გაიარეს – პირველ რიგში, იზრუნეს თანამშრომლების და მომხმარებლების უსაფრთხოებაზე. ასევე – ბიზნესის შეუფერხებლად მუშაობაზე, რომელიც მათი თქმით, ფაქტობრივად, არ დაზარალებულა და ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, დღესაც წარმატებით აგრძელებს საქმიანობას.

ნათია ზუბიაშვილი (Avon-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი): „საქართველოში Avon 2008 წელს შემოვიდა. ამ 12-წლიანი ისტორიის მანძილზე, ბრენდმა გააერთიანა 20 000-მდე ქალი და მისცა მათ წინსვლის, სწავლის, განვითარებისა და ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვების შესაძლებლობა. Avon არ არის მხოლოდ კოსმეტიკური ბრენდი. ეს არის კომპანია, რომლის უკანაც დგას ღირებულებები, ურთიერთობებსა და ფასეულობებზე დამყარებული ბიზნეს მოდელი. ჩვენ გვაქვს რესურსი კიდევ უფრო გავიზარდოთ და ამავე დროს, ნებისმიერ გამოწვევას გავუმკლავდეთ. ბუნებრივია, ასე მოხდა COVID-19-ის შემთხვევაშიც – პანდემიის გამოცხადებიდან, პირველივე დღეებში, შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა.

რას გულისხმობს ეს გეგმა?

პირველ რიგში, უნდა დაგვეცვა თანამშრომლების უსაფრთხოება. ამასთან, მომხმარებლებისთვის შეგვენარჩუნებინა უსაფრთხო ონლაინ შოპინგის შესაძლებლობა. ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ:

  • საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, თანამშრომლების 90% უკვე დისტანციურად, სახლებიდან მუშაობდა
  • ჩავატარეთ სათავო ოფისისა და საწყობის სრული დეზინფექცია და ახლაც, ყოველდღიურ რეჟიმში სპეციალური ხსნარებით ვაგრძელებთ დასუფთავებას
  • საწყობის თანამშრომლებისთვის გამოვყავით ტრანსპორტი, რომელიც უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მათ გადაადგილებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ისინი ყოველდღიურად გადიან თერმო სკრინინგს, მუშაობენ პირბადებიით, ხელთათმანებითა და ხელის სადეზინფექციო ხსნარებით

აღსანიშნავია, რომ პანდემიის გამო შეიცვალა მომხმარებლის მოთხოვნებიც სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტებზე. მაგალითად, ჩვენი ყოველდღიური საჭიროება გახდა ხელის სადეზინფექციო ხსნარი და ანტიბაქტერიული საშუალებები. ამ რეალობასაც ვუპასუხეთ და შეთავაზებები მაქსიმალურად მოვარგეთ მიმდინარე პერიოდს – მარტშივე წარმოებაში ჩაეშვა და აპრილის ბოლოს უკვე ასორტიმენტს დაემატა ამ კატეგორიის პროდუქტები. საკმაოდ ოპერატიულიები და მოქნილები ვიყავით ამ მხრივ, რადგან ჩვენთვის თითოეული მომხმარებლის მოთხოვნა და საჭიროება ძალიან მნიშვნელოვანია.

Avon-ის პროდუქცია უცხოეთში იწარმოება. რამდენად უსაფრთხოა საქართველოში ჩამოსული და შემდეგ უკვე მომხმარებელთან მიტანილი შეკვეთა?

ეს ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვადასხვა ქვეყნის  ქარხნებშიც განხორციელდა. ანუ იქ, სადაც იწარმოება Avon-ის პროდუქცია და შემდეგ უკვე იგზავნება საქართველოში. ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა, პანდემიის პირობებში, პირველ რიგში, სწორედ იმით გამოიხატა, რომ გლობალურად თანამშრომლების, საკუთარი წარმომადგენლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება იყო და არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. ვფიქრობთ, ძალიან დიდი წარმატებით გავართვით თავი ამ გამოწვევას, რადგან ბიზნესი ფაქტობრივად არ დაზარალებულა და მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი ძალიან მძიმე მდგომარეობისა, მაინც წარმატებით ვაგრძელებთ საქმიანობას.

დღეს რა რეჟიმში მუშაობს AVON?

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ საკურიერო სერვისის მეშვეობით, მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ლოკაციაზე, შეკვეთა მიდის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით. რაც შეეხება უშუალოდ საქმიანობს – შევცვალეთ მიტანის ღირებულება. თუ შეკვეთის საფასური 35 ლარს აღემატება, მისი მიტანის საკომისიო, მთელ საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ, 1 ლარია. ასე რომ, ჩვენთან, დღეს, ონლაინ შოპინგი ისეთი კომფორტული და ხელმისაწვდომია, როგორც არასდროს. კომპანია აგრძელებს საქმიანობას კიდევ უფრო მოქნილი და დახვეწილი პროცესებით. გვინდა, ონლაინ შოპ უფრო გამართული, მარტივი, კომფორტული იყოს, ადრესატამდე შეკვეთა კიდევ უფრო დროულად და უსაფრთხოდ მივიდეს. ჩვენთვის ძალიან საამაყოა ის ფაქტი, რომ არცერთ ჩვენს თანამშრომელს არ დაუკარგავს შემოსავალი და Avon, ფაქტობრივად, დგას მცირე ბიზნესის გვერდით. იმ ქალებს, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ, მოვახერხეთ და ძალიან რთულ ვითარებაში შევუნარჩუნეთ შემოსავლის წყარო, რაც დამეთანხმებით, დღეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს . . .

კიდევ უფრო მეტ აქცენტს ვაკეთებთ ონლაინ შოპინგზე. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ვართ კომპანია, რომელიც სტაბილურად იზრდება, უზრუნველყოფს დასაქმების, სწავლის, ზრდისა და განვითარების, ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვების შესაძლებლობას. ვგეგმავთ სერვისის კიდევ უფრო დახვეწასა და გაუმჯობესებას, რომ შეკვეთა ადრესატამდე უმაღლესი სტანდარტების დაცვით მივიდეს. ვამარტივებთ და ვცდილობთ, დავხვეწოთ ონლაინ შოპიც.

 

[R]

8 შეკითხვა, რომელსაც ბიზნესის პოსტპანდემიური ამუშავებისას უნდა უპასუხოთ

დაუდევარი ნუგო ავტომობილზე არ ზრუნავს, მაგრამ ჯილდოებს მაინც იმსახურებს! – აღიარება KIAF-დან