in

Avon და კოსმეტიკური გიგანტი Natura & Co გაერთიანდა

„მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრაზილიური კორპორაცია Natura & Co და კომპანია Avon გაერთიანდა. შედეგად, უმსხვილეს ჰოლდინგში Natura & Co ახლა უკვე 4 დამოუკიდებელი ბრენდია: Avon, The body Shop, Aesop და თავად Natura. შესაბამისად, კოსმეტიკურ ბაზარზე, სიდიდით მეოთხე კომპანია გახდა. მისი მომხმარებლების რაოდენობა 200 მილიონზე მეტია და კიდევ უფრო მეტად იზრდება“.

Avon-ში ამბობენ, რომ Natura-სა და მათი გაერთიანებული ძალებითა და  მსოფლიოს მასშტაბით 6.3 მილიონი წარმომადგენლის მეშვეობით, გაყიდვების ლიდერის პოზიციას დაიკავებენ. მაღაზიათა დიდი ქსელი – 3 000-ზე მეტი ობიექტი თუ ციფრული გაყიდვები, მათი თქმით, კომპანიებს, პირდაპირი გაყიდვების სფეროში, კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს.

„აღსანიშნავია, რომ ოთხივე ბრენდი – Avon, The Body Shop, Aesop და თავად Natura  დამოუკიდებლად, საერთო ქოლგის ქვეშ აგრძელებს განვითარებას და ინარჩუნებს იმავე მენეჯმენტსა და გუნდს, რომელიც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა თითოეული ბრენდის წინსვლას“.

„Avon საქართველოს“ დირექტორი ანა ცხადაძე ამბობს, რომ ამ გაერთიანებით მათთვის იქმნება ახალი შესაძლებლობები  – Avon უფრო ფართო მასშტაბით იქნება წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე და კიდევ უფრო მეტ ქალს მიეცემა ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვების, წინსვლის, ზრდისა და განვითარების საშუალება.

„გაერთიანების შედეგად, Avon და Natura & Co მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში იქნება წარმოდგენილი. როგორც დაგეგმილია, კომპანიის შემოსავალი, ყოველწლიურად, 10 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს და დასაქმებულთა რაოდენობა 40 000 ადამიანზე მეტი გახდება. ამასთან, ორივე კომპანია გეგმავს სიახლეებს, რომელიც მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვან პროდუქციას და მათზე გაზრდილ ხელმისაწვდომობას გულისხმობს“.

როგორც Natura-ს თანადამფუძნებელი ლუის სიბრა ამბობს, ცოტა ხნის წინ, Natura-მ 50-ე დაბადების დღე აღნიშნა და მათ დიდ ოჯახში დიდ ოჯახში, Avon-ის შემოერთებით, ახალი ერა იწყება.

„ჩვენ გვაერთიანებს ერთი ხედვა, საერთო ინტერესები და დიდი სიყვარული და ენთუზიაზმი სილამაზის ინდუსტრიის მიმართ, ამიტომ ერთად, უფრო დიდი ძალისხმევით მსოფლიოს უფრო კეთილ და ლამაზ ადგილად ვაქცევთ“, – ამბობს ლუის სიბრა.

როგორც Avon-ში ამბობენ, ამ გაერთიანებას მოაქვს ახალი შესაძლებლობები, მათ შორის ევროპის, აზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში კიდევ უფრო დიდ ბაზრებზე შესვლის გზები. ამასთან, Natura & Co-ს ქოლგის ქვეშ ის უფრო კრეატიული, ინოვაციური და სიახლეებზე ორიენტირებული გახდება. თავად Natura-ს ბრენდს კი Avon ლათინური ამერიკის საზღვრებს გარეთაც გაუწევს პოპულარიზაციას.

Natura & Co გლობალური, მულტიბრენდული კოსმეტიკური კორპორაციაა, განსაკუთრებით ძლიერი და პოპულარული ლათინო – ამერიკულ ბაზარზე. ამერიკული კომპანია Avon კი უკვე 130 წელზე მეტია ზრუნავს ქალების ფინანსურ გაძლიერებასა და მათი დამოუკიდებლობის მოპოვებაზე.

Natura-ს ისტორია 1968 წელს ბრაზილიაში იწყება, სადაც ის დაფუძნებისთანავე გახდა გაყიდვების ლიდერი. აღსანიშნავია, რომ Natura & Co და Avon აქტიურად იბრძვიან კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მსოფლიოს მასშტაბით და კოსმეტიკურ ბაზარზე ერთ-ერთი პირველები არიან, რომელთა პროდუქცია არ გადის ტესტირებას ცხოველებზე. ამ უდიდესი კომპანიების გაერთიანებით კი მაღალი ხარისხის კოსმეტიკა მსოფლიოს უფრო მეტ წერტილში გახდება ხელმისაწვდომი“.

[R]

ქუთაისის ქარხანა პირველ ელექტომობილებს აგვისტოში უშვებს 

როგორია ტიპური ამერიკელი? – Budweiser-ის რეკლამა სუპერთასისთვის