in

Avon, პანდემიური კრიზისის მიუხედავად, სტაბილურ ფინანსურ მაჩვენებლებს ინარჩუნებს

Covid-19-ის მიერ გამოწვეულმა პანდემიამ ჩვენს ყოველდღიურობაში ბევრი რამ შეცვალა… მათ შორის, მნიშვნელოვნად იმოქმედა სილამაზის ინდუსტრიაზეც, რომელიც როგორც დიდი კომპანიების ბიზნეს ინტერესს, ისე რიგითი ადამიანების მოხმარების საგნებს მოიცავს.

რა წარმოადგენდა ამ მთავარ გამოწვევას? – ალბათ, ის, რომ სახლში გამოკეტილებს, თუ ნიღბით სახე დაფარულებს კოსმეტიკის გამოყენება არ გვჭირდებოდა…

ცხადია, ამ კრიზისთან გამკლავება ადვილი არ ყოფილა – ბევრ ორგანიზაციას სრული ტრანსფორმაციის გატარება, ან უკვე არსებული კულტურის ახალ რეალობაზე მორგება მოუწია. მაგალითად, სილამაზის ინდუსტრიაში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დეკორატიული კოსმეტიკის ნაცვლად, თავის მოვლის საშუალებები გახდა აქტუალური…

იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც ამ ყველაფერს წარმატებით გაართვა თავი, არის Natura & Co და მისი შვილობილი კომპანია Avon. ორივე მათგანმა სტაბილური შემოსავლებისა და ზრდის მაჩვენებლის შენარჩუნება შეძლო – ეს კი, მსოფლიოს მასშტაბით, სილამაზის ინდუსტრიის „ტოპ“ ბრენდებში მოხვედრას გულისხმობს.

Brand Finance-ის ორგანიზებით ყოველწლიურად ქვეყნდება სილამაზის ინდუსტრიაში “50 ყველაზე ძვირფასი კოსმეტიკური ბრენდის ჩამონათვალი”, რომელთა შორისაც Avon წელს დამსახურებულად მოხვდა – მიზეზი მხოლოდ ერთია, კომპანიამ მსოფლიოში არსებულ უდიდეს გამოწვევას შესანიშნავად უპასუხა.

ამას მოჰყვება Global 100 List, რომელიც თვეების განმავლობაში ჩატარებულ კვლევებსა და მრავალი ადამიანის ჩართულობის შედეგებს ეფუძნება და ერთ-ერთი ყველაზე სანდო რეიტინგია გლობალურად სილამაზის ინდუსტრიაში. ის, გარდა საუკეთესო ბრენდებისა თუ კომპანიების ჩამონათვალისა, ორმხრივი სწავლის სპექტრს გვთავაზობს – როგორც ინდუსტრიის წევრებისთვის, ისე მკვლევრებისთვის, ინვესტორებისა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათთვის, ვინც ამ ინდუსტრიაში ახალ შესაძლებლობებს ეძებს.

და, რაღა თქმა უნდა, Natura & Co-მ, პანდემიური წლის განმავლობაში განხორციელებული წარმატებული პოლიტიკითა და $7.16 მილიარდიანი შემოსავლით, Global 100 List-ში კუთვნილი მეორე ადგილი დაიკავა და Top 10 ბრენდს შორისაც მოხვდა. თანაც, აღსანიშნავია, რომ ამ სიის მიხედვით, 2019-დან 2020 წლამდე სულ 18-მა კომპანიამ შეძლო მინიმუმ $100 მილიონიანი ზრდის ნახვა.

რაც შეეხება 2020 წლის განმავლობაში კომპანიების დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით შემოსავალს, პირდაპირი გაყიდვების ბიზნეს მოდელის მქონე უმსხვილესი გლობალური კომპანიების ჩამონათვალში 2021 წელს Avon-მა მე-6 ადგილი დაიკავა.

სწორედ ამ ყველაფერზე ვესაუბრეთ Avon საქართველოს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ნუცა სოსებაშვილს, რომელიც კომპანიის წარმატებულ კრიზისულ სტრატეგიაზე გვიყვება:

„ყველა ვთანხმდებით, რომ არა მხოლოდ სილამაზის ინდუსტრიისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის ურთულესი პერიოდია. წარმატებას მიაღწევს მხოლოდ ის, ვინც მოერგება მოცემულობას, მოახერხებს ადაპტაციას და ბაზარს შესთავაზებს სწორედ იმას, რაზეც დღეს და ახლა არის მოთხოვნა. ვფიქრობ, სწორედ ეს შეძლო გლობალურად Avon-მა, გადაედგა ისეთი ნაბიჯები, რაც გამოწვევებს შესაძლებლობად აქცევდა.

ჩვენ ძალიან მოკლე და კრიზისულ დროში მოგვიწია, გადაგვეხედა ჩვენი ბიზნეს პროცესებისთვის და უფრო მოქნილი გაგვეხადა ყველაფერი, რაც წინსვლაში გვაფერხებდა თუ ხელს გვიშლიდა. დავიხვეწეთ, ბევრი რამ გადავაფასეთ, სხვა კუთხიდან დავინახეთ საკუთარი თავიც და შესაძლებლობებიც.

მაგალითებით რომ ვისაუბროთ, როგორც საქართველოში, ისე გლობალურად, ერთ-ერთი პირველი კორპორაცია ვიყავით, რომელმაც დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაიყვანა დასაქმებულების უდიდესი უმეტესობა და პროცესები სწორედ ამის მიხედვით გამართა; დავხვეწეთ და გავამარტივეთ ვებგვერდი, რომ ჩვენი პროდუქტი უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო, რადგან „ონლაინ“ შოპინგზე მოთხოვნა გაიზარდა; ასევე, გავამარტივეთ და უსაფრთხოების ყველა ნორმას მოვარგეთ შეკვეთის მიწოდების პროცესიც, რაც დაგვეხმარა სანდოობა კიდევ უფრო მეტად გაზრდილიყო ჩვენ მიმართ; შევცვალეთ პროდუქტების ასორტიმენტი, რადგან დეკორატიული კოსმეტიკის ნაცვლად მაგალითად მოთხოვნა და საჭიროება გაიზარდა თავის მოვლის პროდუქტებზე.

ეს ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, საბოლოოდ კი შეიძლება მხოლოდ ერთის თქმა – პანდემიურმა წელმა რაც გვანახა, ის არის, რომ ყველა ინდუსტრიას თავისი გამოწვევა აქვს და პროგრესს განიცდის მხოლოდ ის, ვინც ახალ რეალობას ახლებური ხედვით მოერგება,  – ამბობს ნუცა სოსებაშვილი.

 

[პარტნიორის კონტენტი]

ნამდვილი სიყვარული სხვაზე ზრუნვას ნიშნავს!

კოკა-კოლა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პარტნიორია