ცნობილ სილამაზის კომპანიაში მნიშვნელოვანი ლიდერული ცვლილება განხორციელდა. მიმდინარე წლის სექტემბრიდან AVON საქართველოს გაყიდვების გუნდს მარიამ პაკაცოშვილი უხელმძღვანელებს.
მარიამი AVON საქართველოს 14 წლის წინ შეუერთდა მომხმარებელთა მომსახურების განყოფილებაში. მას აქვს კომერციული ორგანიზაციების გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, AVON-ში კი გახლდათ მთავარი კონტრიბუტორი ძირითადი სტრატეგიული პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებაში.
138 წლის ამერიკული კომპანია საქართველოში 16 წელია ოპერირებს. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში AVON-მა ზედიზედ მიიღო „ოქროს ბრენდის“ პრესტიჟული ჯილდო სილამაზის კატეგორიაში და გახდა #1 ბრენდი სილამაზის ინდუსტრიაში მთელი ქვეყნის მასშტაბით.
კომპანია ამაყობს ათასობით წარმომადგენლით, რომლებიც მომხმარებელს პირადი მოვლის საშუალებების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ, როგორიცაა პარფიუმერია, სხეულის მოვლა, დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები.
„ჩემთვის დიდი პატივია იმ კომპანიის ხელმძღვანელობა, რომელსაც ასეთი მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ქალების სილამაზის, მხარდაჭერისა და კეთილდღეობის საქმეში ჩვენს ქვეყანაში. ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი მიზანია განვაგრძოთ ინოვაციური პროდუქტების ჩაშვება, მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდება და რაც მთავარია, ქალების გაძლიერება და მხარდაჭერა ჩვენი განსაკუთრებული ბიზნეს-მოდელის მეშვეობით მთელი საქართველოს მასშტაბით“. – განაცხადა მარიამ პაკაცოშვილმა ჩვენთან ინტერვიუში.
მარიამის განცხადებით კომპანია გეგმავს უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდეს ახალგაზრდა მომხმარებლებისთვის პარფიუმერიის და დეკორატიული კოსმეტიკის კატეგორიაში და ამასთანავე, განახორციელოს პროექტები მდგრადი განვითარებისთვის პროდუქციის შეფუთვისა და გადამუშვების მიმართულებით.
უნდა აღინიშნოს, რომ სექტემბერში კომპანიამ ჩაუშვა პარფიუმერიის ცნობილი ხაზის FAR AWAY-ს კოლექცია განახლებული, გადამუშავებადი შეფუთვით, რომელიც 7 სუნამოს აერთიანებს.
დამატებით ინფორმაციას კომპანიის და მისი პროდუქტის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ საიტზე: www.avon.ge ან ციფრულ კატალოგში: https://ge.avon-brochure.com/
[R]