in

Avon, $ 4.76 მილიარდიანი შემოსავლით, პირდაპირი გაყიდვების კომპანიების მსოფლიო სამეულშია 

Avon, 4,76 მილიარდი დოლარის შემოსავლით, მსოფლიოში, პირდაპირი გაყიდვების კომპანიების სამეულშია. DSN (Direct Selling News) Global 100-ის 2020 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში უკვე კარგად ცნობილ და პოპულარულ ბრენდ Avon-თან ერთად სამეულში შედიან Amway და Herbalife Nutrition-ი.

DSN (Direct Selling News) Global-ის რეიტინგი სათავეს 2010 წლიდან იღებს. მას შემდეგ ორგანიზაცია ყოველწლიურად ადგენს მსოფლიოში არსებული პირდაპირი გაყიდვების გზით ოპერირებადი კომპანიების 100-ეულს. საბოლოოდ კი რეიტინგი კომპანიების ყოველწლიური ჯამური შემოსავლების მიხედვით დგება.

„აღნიშნულ რეიტინგში მოხვედრა პირდაპირი გაყიდვის ბიზნეს მოდელის მქონე კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, პრესტიჟული, რადგან ეს კომპანიების ფინანსურ სტაბილურობას უსვამს ხაზს.

ეს რეიტინგი რეალურად გვთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას გავიგოთ, რა გლობალური გავლენა აქვს პირდაპირი გაყიდვების ინდუსტრიას მსოფლიო ეკონომიკურ ბაზარზე და ამ ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიები რა როლს თამაშობენ იმ ადამიანების სოციალური ცხოვრების გაუმჯობესებაზე, რომლებთანაც თანამშრომლობენ მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ბაზარზე. ეს არის, ასე ვთქვათ, კვლევებზე, ძალიან სანდო და გამჭვირვალე წყაროებზე დაყრდნობით შედგენილი რეიტინგი, რომელიც არა მხოლოდ ინდუსტრიის წევრებისთვის, არამედ ეკონომიკის მკვლევარებისთვისა და ინვესტორებისთვის უზრუნველყოფს ძალიან საჭირო ინფორმაციას“, – აცხადებენ Avon საქართველოს მარკეტინგის დეპარტამენტში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Avon-ი მოხვდა მსოფლიო მასშტაბით პირდაპირი გაყიდვების ბიზნეს მოდელის მქონე კომპანიების სამეულში $4.76 მლრდ შემოსავლით 2019 წლის მონაცემებზე დაყრდნობით. სამეულში შედიან Amway 8,4 მლრდ დოლარის შემოსავლით და  Herbalife Nutrition-ი 14,9 მლრდ დოლარით.

რაც შეეხება საქართველოს, Avon-ი ქართულ ბაზარზე 2010 წელს შემოვიდა და დღეის მონაცემებით 20 000-მდე ქართველი ქალის ცხოვრებაში უდიდეს როლს თამაშობს, რადგანაც მუდმივად სთავაზობს მათ სწავლის, განვითარებისა და ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვების შესაძლებლობებს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს არის ქალების ყველაზე დიდი ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც უკვე რამდენიმე წელია იკავებს ბრენდ #1 და კომპანია #3 პოზიციას გამოკითხვების მიხედვით.

Avon-ის ისტორია 1886 წლიდან იწყება, როდესაც მისმა დამფუძნებელმა დევიდ მაკკონელიმ გამოუშვა გაყიდვაში პირველი პროდუქტი – პარფიუმერული ნაკრები Little Dot Perfume Set. დღეს, AVON არის მსოფლიოს ერთ-ერთი გიგანტური ბრაზილიური კორპორაციის Natura & Co-ს წევრი, რომელსაც სულ რამდენიმე თვის წინ შეუერთდა. მერჯინგის შედეგად, უმსხვილეს ჰოლდინგში Natura & Co ახლა უკვე 4 დამოუკიდებელი ბრენდია: Avon, The body Shop, Aesop და თავად Natura. შესაბამისად, კოსმეტიკურ ბაზარზე, ის სიდიდით მეოთხე კომპანია გახდა. Avon 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მისი მომხმარებლების რაოდენობა 200 მილიონზე მეტია და ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტად იზრდება.

 

[R]

Covid-19-ის გავლენა ქართველ მომხმარებელზე – IPSOS-ის კვლევის შედეგები

რა ზიანი მიადგა ქართულ თანამედროვე სახელოვნებო სფეროს და როგორია გამოსავალი?