18
Aug
2016

Avon-მა მობილური მამოგრაფის უფასო პროგრამა დაიწყო

18 Aug 2016

ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენისას 10-დან 8 შემთხვევის თავიდან აცილება შესაძლებელია. 2016 წლის 15 აგვისტოს AVON-მა დაიწყო მობილური მამოგრაფის საშუალებით ძუძუს კიბოს უფასო გამოკვლევის ჩატარება საქართველოს რეგიონებში. პროექტი მოიცავს 4 ძირითად რეგიონს, სადაც არსებული მომსახურება ნაკლებად არის  ხელმისაწვდომი. ესენი გახლავთ რაჭა, სვანეთი, გურია, სამეგრელო.

რეგიონებში მცხოვრები ქალბატონები მიიღებენ როგორც მამოლოგის უფასო კონსულტაციას ასევე ექნებათ შესაძლებლობა ჩაიტარონ უფასო მამოგრაფიული და ექოსკოპიური გამოკვლევები.

avon pink track

მობილური მამოგრაფის საშუალებით რეგიონების შემოვლა ხორციელდება ეროვნული სკრინინგ ცენტრის და ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის მხარდაჭერით. პროექტის მხარდამჭერია ლიბერთი ბანკი.

avon pink car 1ეივონის ვარდისფერი მანქანა პირველად ესტუმრება რაჭას, ქ. ამბროლაურს (თ. მეფის ქ. #1) და ქ. ონს (ვახტანგ მე-6-ის ქ. N10), ხოლო სექტემბრიდან 2016 წლის ბოლომდე მოიცავს სვანეთს, სამეგრელოს და გურიას.

კომპანია ეივონის კატალოგებში წარმოდგენილია საქველმოქმედო  პროდუქტები ვარდისფერი ლენტით. არსებული პროდუქტების გაყიდვიდან შემოსულ თანხას ეივონი სრულად მიმართავს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისკენ.

avonis pink aqcia

პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც შეგროვილი ფონდის დახმარებით კომპანიამ 2014 წელს გადადგა, არის ულტრათანამედროვე ციფრული მამოგრაფიული აპარატის შეძენა. აღნიშნული აპარატი განთავსებულია ნიუ ვიჟენ საუნივერსიტესო ჰოსპიტალში, სადაც საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ქალბატონს შეუძლია უფასოდ ჩაიტაროს გამოკვლევა და მიიღოს კვალიფიციური მამოლოგის კონსულტაცია.

განხილვა