კოსმეტიკის ამერიკული ბრენდი Avon იყიდება. მისი ახალი მფლობელი ბრაზილიური კომპანია Natura Cosmeticos იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას The Financial Times ავრცელებს.

გარიგების დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. გამოცემა წერს, რომ კომპანიის ღირებულება, ამ ეტაპზე, $2 მილიარდზე მეტია.
Avon-ისთვის, 2019 წელი არც ისე კარგად დაიწყო – იანვარში, ხარჯების ოფტიმიზაციის მიზნით, 2 300 თანამშრომელი გაათავისულა, შემცირდა კომპანიის მოგებაც. ამასთან, ბრენდი სულ უფრო ნაკლებად კონკურენტუნარიანი გახდა.
აღსანიშნავია, რომ Natura Cosmeticos კომპანია Avon-ის მხოლოდ 76% -ის მფლობელი გახდება – 2019 წლის აპრილში, ბრენდის 24% LG Household & Health Care -მ, $125 მილიონად იყიდა.











