2019 წლის 22 მაისს, კომპანია ნატურამ (Natura & Co (B3: NATU3) „ეივონთან“ მერჯინგის შესახებ (Avon Products, Inc. (NYSE: AVP)) განაცხადა. შედეგად, გაერთიანებული კომპანია, მსოფლიო სილამაზის ინდუსტრიაში, სიდიდით მე-4 გლობალური კორპორაცია იქნება.
„ამ მერჯინგის შედეგად ჩამოყალიბდება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მულტიბრენდული „ბიუთი“ კომპანია, რომელიც გააერთიანებს 6.3 მილიონზე მეტ წარმომადგენელს, 3200 ბრენდ „შოფს“, მთელს მსოფლიოში და ფართო მასშტაბებს ციფრულ მედიაში. ყოველივე ეს ახალ კომპანიას, საშუალებას მისცემს, პირდაპირი გაყიდვების სფეროში ლიდერის პოზიცია დაიკავოს“.
მოლოდინების მიხედვით, გაერთიანებული ჯგუფის წლიური ბრუნვა $10 მილიარდზე მეტი იქნება. როგორც თავად ამბობენ, კორპორაცია მსოფლიოს 100 ქვეყანაში იმუშავებს და თანამშრომელთა შტატი 40 000-ს გადააჭარბებს.
„კომპანიის ცნობილი ბრენდების და შესაძლებლობების გაერთიანებით, ორგანიზაცია მოიცავს 200 მილიონზე მეტ მომხმარებელს, მთელს მსოფლიოში. Avon-ის დამატება პორტფოლიოში სადაც უკვე შედის Natura, The Body Shop და Aesop, Natura & Co გააძლიერებს ერთობლივ შესაძლებლობებს, მოიცვას მეტ მომხმარებელს, გააუმჯობესებს მათი მომსახურების ხარისხის, გავრცელების არეალის და მოახდენს ბიზნესის გეოგრაფიულ განვითარებას“.
როგორც უკვე გაერთიანებული კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, Avon და Natura მიზანდასახული ადამიანების დაფუძნებულია. ორივე მათგანი ემსახურებოდა მომხმარებელს, დამოუკიდებელი ანტრეპრენუარი ქალების მეშვეობით, რომლებიც „ბიუთი“ ინდუსტრიაში, სილამაზის ელჩებს წარმოადგენდნენ.
„Avon – ეს არის კომპანია, 130 წლიანი ისტორიით, წამყვანი კომპანია მსოფლიოს კოსმეტიკურ ბაზარზე. Avon-ის ხარისხიანი პროდუქცია და მყარი პოზიციები „ბიუთი“ ინდუსტრიაში მსოფლიოს არაერთ ბაზარზე, განაპირობებს მის დიდ პოტენციალს მომავალი ზრდისა და განვითარებისათვის. კომპანია Natura & Co მოლოდინებით სინერგიის შედეგად კომპანიის მიერ დაგენერირებული ფინანსური რესურსი, წლიურად $150 – $250 მილიონი იქნება, რომლის დიდი ნაწილი კომპანიის ციფრული, სოციალური გაყიდვების მიმართულებისა და R&D მიმართულების განვითარებას მომხმარდება“.
[R]