in

ვარდისფერი მსვლელობა ეივონთან ერთად !

კოსმეტიკური კომპანია ეივონი შაბათს, პირველ ნოემბერს გეგმავს მასშტაბურ მსვლელობას, რომლის მიზანია მოსახლეობას მიეწოდოს ინფორმაცია ძუძუს კიბოს პრევენციის შესახებ. 

avon

აქციაში მონაწილეობას მიიღებს კომპანიის ასობით წარმომადგენელი და თანამშრომელი თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და რუსთავში. ყველა აღნიშნულ ქალაქში ვარდისფერ სამოსში ჩაცმული აქციის მონაწილეები განახორციელებენ მსვლელობას ცენტრალურ ქუჩებში, დაარიგებენ საინფორმაციო ფლაერებს და მოუწოდებენ ქალბატონებს, დაიცვან საკუთარი ჯანმრთელობა! თბილისში მსვლელობა დაიწყება 13:00 საათზე თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით და დასრულდება 17:00 საათზე რიყის პარკის ტერიტორიაზე.

შეიმოწმე შენი თავი!

  •      განსაზღვრე შენი რისკები
  •      იცნობდე შენს სხეულს
  •      გაესაუბრე ექიმს

კომპანია ეივონი ყოველწლიურად მართავს ვარდისფერ ღონისძიებას მთელ მსოფლიოში, სადაც ათიათასობით ადამიანი იღებს მონაწილებობას.

ეივონ საქართველო მსოფლიო საქველმოქმედო პროგრამას 2013 წლიდან შეუერთდა და პირველივე წელს ერთგული მომხმარებლებისა და წარმომადგენლების დახმარებით შეძლო ულტრათანამედროვე ციფრული მამოგრაფიული აპარატის შეძენა. აღნიშნული აპარატი კომპანია ეივონმა გადასცა კიბოს კვლევით ცენტრს, კერძოდ კი მარტინ დ. აბელოფის ლაბორატორიას, სადაც საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ქალბატონს აქვს უფასო გამოკვლევის ჩატარების შესაძლებლობა.

კომპანია AVON მსოფლიო მასშტაბით 1992 წლიდან ახორციელებს ამ საქველმოქმედო პროგრამას და მსოფლიოს 58 ქვეყანაში ახდენს ფონდების მოზიდვას. დღეისათვის თანხა, რომელიც კომპანიის მიერ იქნა გადარიცხული ძუძუს კიბოსთან საბრძოლველად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 800 მილიონ ა.შ.შ დოლარს აღემატება.

Porsche Performance Drive Black Sea – Caspian Sea – სრული ვიდეო

ნაღდი ფული vs. პლასტიკური ბარათი