6
Dec
2018

AVTANDIL მამაკაცის ხაზს უშვებს

6 Dec 2018

ქართველმა დიზაინერმა ავთანილ ცქვიტინიძემ (AVTANDIL) მამაკაცის ხაზის შექმნა გადაწყვიტა. უკვე ორი თვეა, მის მაღაზიებში აღნიშნული ხაზის პროდუქცია იყიდება, თუმცა, როგორც თავად ამბობს, იგი საცდელი კოლექციაა, რომელიც, საბოლოო ჯამში საკმაოდ წარმატებული გამოდგა.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

 

“წლებია, ვემზადებოდი მამაკაცის ხაზის გამოშვებისთვის. მცდელობა მქონდა 10 წლის წინ, თუმცა, მივხვდი, რომ არ ვიყავი მზად. ამისათვის საჭიროა, მამაკაცის ტანსაცმლის მარკეტის მთლიანი შესწავლა. სოციალურ ქსელებში ბევრი მიმდევარი გვყავს და სწორედ აქ გავაკეთეთ გამოკითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით. სერიოზულად მოვემზადე და დავანაწილე პროდუქცია – ნაწილი საქართველოში, ნაწილი თურქეთში, ნაწილი იტალიაში და შევქმენი პირველი კოლექცია, რომელიც არის საცდელი და მაღაზიებში ყოველგვარი პიარის გარეშე განვათავსეთ.”

M: რა სეგმენტზეა თქვენი პროდუქცია გათვლილი?

ჩემი პროდუქცია ყველა სეგმენტისთვისაა. ძირითადად, ახალგაზრდა მომხმარებლები მყავს, თუმცა, პროდუქციის მრავალფეროვნება ყველა ტიპის მომხმარებელს აძლევს საშუალებას, მოირგოს ესა თუ ის სამოსი.

AVTANDIL-ის მამაკაცის ხაზის პროდუქციის ჩვენება 8 დეკემბერს, გალერია თბილისში გაიმართება.

გთავაზობთ აღნიშნული კოლექციის ფოტოებს:

განხილვა