in ,

AVTANDIL Tbilisi Mall-ში

მსოფლიო ბრენდებს უკვე ქართული მოდაც ეწევა. უფრო მეტიც, შეეცდება კონკურენცია გაუწიოს. ყოველ შემთხვევაში, თბილისურ რეალობაში მაინც.
სავაჭრო ცენტრ თბილისი მოლში, ავთანდილის მაღაზია გაიხსნა. ეს ამ ბრენდის მეორე ხაზის უკვე მეორე მაღაზიაა.

 

ავთანდილ ცქვვიტინიძე avtandili
ავთო ცქვიტინიძე

დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე ამბობს, რომ კოლექცია 2 კვირიდან ერთ თვემდე ინტერვალით განახლდება, როგორც ეს ამ სავაჭრო ცენტრში განთავსებულ სხვა მაღაზიებში ხდება,
სამოსის ფასი 30-300 ლარამდეა. ავთანდილი ამბობს, რომ ასეთი ფასები და მასობრივი წარმოება ხელს არ შეუშლის ინდივიდუალურ წარმოებას.
საქართველოში რომ მოდის ბიზნესი დიდი შემოსავლის წყარო არ არის, ამაზე ხშირად თავად ამ სფეროში მომუშავე ადამინები საუბრობენ. ავთანდილი კი მიიჩნევს, რომ ასე არ არის : “გააჩნია ამას ვინ ამბობს. ვერ დავეთანხმები. ეს ბიზნესი მომგებიანია და თუ რატომ ან როგორ არის ჩემთვის ასე, პირადი საიდუმლოა”.

[pullquote]ეს ბიზნესი მომგებიანია[/pullquote]

“ავთანდილის “ პროდუქცია, ძირითადად, საქართველოში იკერება . ესკიზებიდან მზა სამოსი ქუთაისის სამკერვალოსა და თბილისის მოდის სახლში მზადდება . სამომავლოდ ქსოვილების ფაბრიკის შექმნასაც გეგმავს. თუმცა, მანამადე

“თურქეთში მხოლოდ ტრიკოტაჟი იკერება, რადგან ჩვენთან არ არსებობს ტრიკოტაჟის ქარხანა.”
უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცნობილ ბრენდს “AVTANDIL”-ს საკუთარი წარმატების ფორმულა აქვს.
“წარმატებისთვის უამრავი რამ არის საჭირო,უნდა გყავდეს მარკეტინგის კარგი სპეციალისტი, გქონდეს დამატებითი ხაზები, პირველი და მეორე ხაზი. გყავდეს კარგი პიარ სპეციალისტი, “ჰაი” კლასის კლიენტები და გქონდეს კარგი დამოკიდებულება პრესასთან. რაც მთავარია , უნდა ქმნიდე ხარისხიან პროდუქციას, გყავდეს მაღალი კვალიფიციის მქონე მკერავები, აცმევდე ტელეწამყვანებს, მსახიობებს, ვარკვლავებს . . . ზოგადად, ძალიან ბევრი რამ არის საჭირო, რომ გახდე წარმატებული” ამბობს ავთანდილ ცქვიტინიძე

digital marketing in georgia sensacia

“სენსაციური აღმოჩენა თბილისის მახლობლად” – ლიკანის ახალი რეკლამა

digital marketing in georgia sensacia

150 000 VIEW- ლიკანის ქეისი