8
Oct
2019

“შევქმენით სახლი, რომელსაც თავისი ხელწერა აქვს” – “ავტოგრაფი” ვერაზე

8 Oct 2019

მილიონნახევრიან მეგაპოლისში, რომელიც მუდმივ ურბანულ ცვლილებას განიცდის, სასურველი აპარტამენტების არჩევა რთული ამოცანაა. თანამედროვე თბილისში ადგილი მოიძებნება როგორც თანამედროვე, ისე ისტორიული არქიტექტურისთვის. თუმცა, საცხოვრებელი კომპლექსი, რომელზეც ამ სტატიაში გიამბობთ, პროექტის ავტორების თქმით, ძველისა და ახლის ერთგვარი სინთეზია. სახელიც, “ავტოგრაფი”, ინდივიდუალური ხელწერის ერთგვარი განსახიერებაა და მისი მობინადრეებისთვის პრემიუმ კლასის საცხოვრებელს ქმნის.

M: როდესაც ამბობთ “პრემიუმ კლასს”, რას გულისხმობთ?

გეგი ვასაძე, “ავტოგრაფის” გენერალური მენეჯერი: დღესდღეობით, ქართულ ბაზარზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა უძრავი ქონების კუთხით. ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც მაქსიმალურად იქნებოდა მორგებული მომხმარებლის მოთხოვნებს.

ვერის “ავტოგრაფი”, რომელიც მ.პეტრიაშვილის 46-ში მდებარეობს, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია. როდესაც ვამბობთ პრემიუმ კლასს, ვგულისხმობთ ეკოლოგიურად სუფთა, მხოლოდ ევროპული წარმოების სამშენებლო და სარემონტო მასალას… და ყველა იმ მომსახურებას და გარემოს, რომელიც ჩვენს მომავალ მობინადრეებს დახვდებათ.

საცხოვრებელი კომპლექსი ქალაქის უნიკალურ ადგილას მდებარეობს. სადაც გაერთიანებულია კომფორტისთვის აუცილებელი ყველა ის დეტალი, რომელიც ჩვენი მობინადრეების ყველა სურვილსა და მოლოდინს გადააჭარბებს.

კომფორტის შეგრძნება უმცირესი დეტალებიდან იწყება, სწორედ ამიტომ, მომხმარებელს შევთავაზეთ ახალი, ინოვაციური ჭკვიანი კარკასი, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებს მაქსიმალურად აკმაყოფილებს და ჩვენს მობინადრეებს თავიდან აარიდებს რემონტთან დაკავშირებულ უსიამოვნო გამოცდილებებს, ამასთანავე, მაქსიმალურად დაუზოგავს მათთვის ძვირფას დროს. დამეთანხმებით, თანამედროვე ადამიანებისთვის დროის ფაქტორი საკმაოდ დიდი ფუფუნებაა.

კარკასის სამუშაოები უკვე დასრულებულია. “ავტოგრაფში” გათვალისწინებული გვაქვს 100 კვ.მ-იანი ლობი, რომლის გამოყენებაც საქმიანი და სამუშაო დანიშნულებისთვის შეუძლიათ მობინადრეებს. უზრუნველვყოფთ უწყვეტ ინტერნეტს, სამუშაო ტაპლეტებსა და გემრიელ ყავას. ესაა თანამედროვე არქიტექტურისა და ისტორიული იერსახის სინთეზი.

M: თბილისში ადგილმდებარეობა საკმაოდ მტკივნეული თემაა. კორპუსები, რომლებსაც ერთ დროს, ძალიან კარგი ხედი ჰქონდათ, დღეს, სხვა კორპუსები ეფარებათ. რა ხდება თქვენი პროექტის შემთხვევაში? 

ვერა თბილისის უძველესი უბანია ქალაქის ცენტრში. ვთვლით, რომ “ავტოგრაფის” ერთ-ერთი უპირატესობა სწორედ მისი ადგილმდებარეობაა. უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხედი ათასწლოვან დედაქალაქზე, ძალიან დიდხანს ექნებათ ჩვენს მობინადრეებს. აქვე მინდა აღვნიშნო ის განსხვავებული კლიმატი, რომელსაც მთაწმინდის ფერდის სიახლოვე წარმოქმნის.

M: თბილისის ცენტრის მობინადრეთათვის არანაკლებ მტკივნეული თემაა პარკირება და ეზო. ეს პრობლემა როგორ გადაჭერით?

ვფიქრობ, წარმოუდგენელია სახლი ვერაზე, ეზოს გარეშე. კომპლექსის დაპროექტებისას, მთავარ მიზანს წარმოადგენდა თანამედროვე სახლის ისტორიულ უბანთან შერწყმა, სწორედ ამავე პრინციპით არის დაპროექტებული ჩვენი ეზოც, სადაც ჩვენს პატარა მობინადრეებს დახვდებათ გამწვანებული, კეთიმწოყობილი ტერიტორია, მათთვის ბევრი საინტერესო გასართობი ინვენტარით,  აქვე ვიზრუნეთ მშობლებზეც, რომელთაც შეეძლებათ მშვიდად ადევნონ მათ პატარებს თვალი ჩვენი ლობიდან, რომელიც ინტეგრირებულია ეზოსთან.

საცხოვრებელი კომპლექსის ორ დონიანი პარკინგი კი, რომელიც გათვლილია თითოეულ მობინადრეზე აღჭურვილი იქნება ელექტრო დამტენებით. მაცხოვრებლები პარკინგზე მოხვედრას შეძლებენ, როგორც პეტრიაშვილის, ასევე რჩეულიშვილის ქუჩიდანაც.

M: ჭკვიანი კარკასი ახსენეთ. როგორ გავიგოთ ეს ტერმინი?

მარიამ აფაქიძე, “ავტოგრაფის” გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: თანამედროვე სამყაროში, ტექნოლოგიურმა პროგრესმა ყველა დარგი მოიცვა და განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. შესაბამისად შეცვლილია მომხმარებლის მოთხოვნებიც. ამიტომ ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობდა, რომ შეექნმა ახალი, პროდუქტი, რომელიც მაქსიმალურად იქნებოდა მომხმარებლის კომფორტსა და მოთხოვნებზე მორგებული.

ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ბინას შეიძენს პრემიუმ კლასის პროექტში პეტრიაშვილზე, შეძლებს:

  • დისტანციურად აკონტროლოს სახლში არსებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა. მომხმარებლები შეძლებენ სამსახურიდან გამოსულებმა ჩართონ სახლში კონდიციონერი, რათა შინ მისულებს დახვდეთ სიგრილე  და ა.შ.
  • მომხმარებლებს ექნებათ უახლესი სტანდარტის ჭკვიანი სიგნალიზაცია, რომელიც შეტყობინებას დაუყოვნებლივ სმარტფონზე გზავნის. 
  • მომხმარებლები შეძლებენ ავტომატური მოქმედებების განხორციელებას. მაგალითად სახლის კარების გაღებისას ტელევიზორის ავტომატურად ჩართვას, ან გათბობა-გაგრილების მოქმედებაში მოყვანას

„ჭკვიანი კარკასი“ წარმოადგენს ახალ, ინოვაციურ პროდუქტს და ცხოვრების ახალ სტანდარტს, რომელიც სწორედ ავტოგრაფმა  დანერგა ქართულ ბაზარზე და ამ კუთხით პირველები ვართ სამშენებლო ინდუსტრიაში.

M: რა დამატებითი სერვისებით შეუძლიათ სარგებლობა თქვენს მობინადრეებს?

რაც შეეხება დამატებით სერვისებს, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი მთავარი მიზანია მობინადრეებისთვის მაქსიმალური კომფორტისა და სიმყუდროვის შექმნა, რომელსაც ჩვენი ერთგული კონსიერჟიც უზრუნველყოფს, იქნება ეს  ქიმწმენდის მომსახურება, ბილეთების დაჯავშნა თუ ბინაში საჭირო ტექნიკურ საკითხებში მხარდაჭერა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თითოეული მაცხოვრებლის უსაფრთხოება, რომელსაც ჩვენი უსაფრთხოების სამსახური 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს, რომელიც ასევე გამყარებული იქნება თითოეული ბინის ინდივიდუალური სიგანლიზაციით.

დასუფთავების და გამწვანების სამსახური კი მუდმივად იზრუნებს საცხოვრებელი კომპლექსის ესთეტიკურობაზე.

გვინდა, ჩვენს მაცხოვრებლებს გემრიელი საკონდიტრო ნაწარმის დაგემოვნება შეეძლოთ. სწორედ ამიტომ, “ავტოგრაფში” განვათავსებთ გუდვილ-გურმეს. მობინადრეებს გადავცემთ საწევრო ბარათებს და 15-30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ სავაჭრო ობიექტებში, რათა სასურველი ბინის მოწყობაში შევუყოთ ხელი. ბარათი, ამ ეტაპზე, მოიცავს 50-მდე კომპანიას, როგორებიცაა „ფორუმი ახალი ნათება“, „ჩემი სახლი ლაბორატორია“ იტალიური ბრენდი „პალაცანი“ და სხვა.

და ბოლოს, რადგანაც სერვისებს შევეხეთ, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს მობინადრეებს გადავცემთ სადაზღვეო კომპანია არდის მშენებლობის ვადებში დასრულების დაზღვევის პოლისებს, რაც მათ სიმშვიდესა და ინტერესების დაცულობას გულისხმობს, ასევე გარანტიებს ისიც აძლიერებს, რომ მშენებლობა მთლიანად დაფინანსებულია თიბისი ბანკის მიერ. ამავე ბანკთან გვაქვს განსხვავებული და უფრო გამარტივებული იპოთეკური სასხის პირობებიც.

M: და ბოლოს, რატომ ავტოგრაფი?

ჩვენი მთავარი მიზანია, “ავტოგრაფის” ბრენდის ქვეშ შექმნილი თითოეული პროექტი წარმოადგენდეს სწორედ იმ უბნის ავტოგრაფს, რომელიც განსაკუთრებულად გამორჩეული იქნება მისი დახვეწილი არქიტექტურით, მაღალი სტანდარტებითა და მხოლოდ ევროპაში წარმოებული, აუცილებლად ეკოლოგიურად სუფთა მასალით, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი დიდი უპირატესობაა.
ავტოგრაფის თითოეული პროექტის ლოკაციაც განსაკუთრებულად გამორჩეული იქნება…

[R]

განხილვა