in ,

ავტომობილი “ცუდი ბიჭებისთვის” – Fiat-ის იუმორისტული რეკლამა

მამაკაცები ავტომობილს განსაკუთრებულად უვლიან და უფრთხილდებიან. ამიტომ საყვარელი მანქანისთვის ზიანის მიყენება მათთვის დიდი სასჯელია. ამის შესახებ კარგად იციან ქალბატონებმა და როდესაც სამაგიეროს გადახდის დრო დგება, ბუნებრივია, რომ მაშინვე ავტომობილი ახსენდებათ.

BOG
BOG

თავისი ახალი მოდელის ეფექტური პოზიციონირებისთვის Fiat-მა სწორედ ეს გარემოება გამოიყენა. Leo Burnett-ის იუმორისტულ სარეკლამო რგოლში Fiat 500S  “ცუდი ბიჭების” მანქანაა, რომელიც შემქმნელებმა განრისხებული ქალის მთავარ იარაღზე – ხელჩანთაზე გამოსცადეს. ავტომობილი უვნებელი დარჩა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის ყველაზე ძლიერ დარტყმებს გაუძლებს.

 

 

ასე რომ, თუ თქვენი შეყვარებული მუდმივად გეჩხუბებათ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. ახლა უკვე არსებობს ავტომობილი, რომელსაც ქალები ვერაფერს დაუშავებენ.

 

სევდიანი ამბავი გოგონაზე, რომელიც პლაჟზე უდარდელად ირუჯებოდა – Mollie’s Fund მელანომის შესახებ გვიამბობს

“შეიგრძენი ყოველი განზომილება” – Dolby Atmos–ის აკუსტიკური შესაძლებლობები