ქალთა საერთაშორისო დღისთვის, ავტომობილების მწარმოებელმა ბრენდმა Fiat ყვავილების ნაცვლად, გაცილებით უფრო ორიგინალური და ძვირფასი რამ მოიფიქრა – ვიდეორგოლი, რომლითაც ბრენდმა, ავტომობილების წარმოების სფეროში, ქალბატონების ნიჭისა და ღვაწლის დაფასება გადაწყვიტა. თითქმის ერთ წუთიან რგოლში დეტალურად არის აღწერილი ის დაუმთავრებელი და არასრულფასოვანი ავტომობილი, რომელიც ვერაფერი იქნებოდა, რომ არა ქალბატონები, მათი გონება და ინოვატურობა. წარმოიდგინეთ, ავტომობილი გათბობის, საქარე მინების გამწმენდის და სხვა უამრავი დეტალის გარეშე, რომლებიც ერთი შეხედვით უმნიშვნელოა, საბოლოო ჯამში კი, მათ გარეშე ავტომობილი წარმოუდგენელია. ასევე Fiat–მა ის დამსახურებული ქალბატონები გაიხსენა, რომლებმაც უშუალოდ შექმნეს ეს მნიშვნელოვანი დეტალები.
https://www.youtube.com/watch?v=fa03gcMXxuw