in ,

როგორ შევქმნათ ავტომობილის რეკლამა ავტომობილის გარეშე? – Blackbird

CGI კომპიუტერულ შესაძლებლობებს სარეკლამო ინდუსტრიისთვის იყენებს და ამით სარეკლამო რგოლების ქრონომეტრაჟის შემცირებას ახერხებს. თავის ახალ სერვისს ის, ამჯერად, ავტომობილის მწარმოებლებს სთავაზობს.

 

 

ლონდონურმა კომპანია The Mill-მა ინოვაციური სატრანსპორტო საშუალება გამოიგონა, რომელიც სარეკლამო რგოლებში ავტომობილებს თავისუფლად ჩაანაცვლებს. Blackbird – ასე ჰქვია მოწყობილობას, რომელიც ზომების დარეგულირების საშუალებას იძლევა სიგრძეში 125, ხოლო სიგანეში 25 სმ-ის ფარგლებში. Blackbird-ს ნემისმიერი ტიპის ბორბალი უმაგრდება, რათა რეალურ ავტომობილს მაქსიმალურად დაემსგავსოს. ამის შემდეგ, საქმეში კომპიუტერული სპეცეფექტები ერთვებიან, ისინი მანქანას საბოლოო სასურველ ვიზუალს აძლევენ.

გარდა იმისა, რომ Blackbird საავტომობილო კომპანიებისა და სარეკლამო სააგენტოებისთვის რეკლამის დამზადების პროცესს ამარტივებს, მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებსაც.

ინოვაცია შენით იწყება! – სტარტაპ საქართველო

რა ხდება, როდესაც მამაკაცის ბავშვობის ოცნების ასრულება ცოლზეა დამოკიდებული? – Keno-ს ექსპერიმენტი