in

ავტომობილის სინდრომი დანიაში და მძღოლების გადაჭარბებული სიფრთხილე – Ford-ის ირონიული რგოლი

BOG
BOG

დანიის მოსახლეობა საკუთარი ავტომობილების მიმართ განსაკუთრებული მგრძნობიარობითა და სიფრთხილით გამოირჩევა, შეიძლება ითქვას იმდენადაც, რომ ხშირად ეს ძალიან გამაღიზიანებელიც კი ხდება. სტატისტიკურად, მძღოლების 43% კრძალავს ავტომობილის სალონში ჭამას, 33% გაკაწვრის ან დაზიანების შიშით, 2 მანქანისთვის განკუთვნილ ადგილას აპარკინგებს საკუთარს, 30%-ს კი სრული უნდობლობა აქვს ავტომობილების ცენტრებისა და მისი პერსონალის მიმართ, მათთვის სრულიად წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება უცხო ადამიანებმა მანქანა ისე კარგად შეუკეთონ, როგორც მათ სურთ. იმისთვის, რომ ეს გადაჭარბებული დამოკიდებულება ეჩვენებინა, Ford-მა ძალიან სახალისო, თანაც საკმაოდ ირონიული სარეკლამო ვიდეორგოლი გადაიღო, რაშიც მას სააგენტო Mindshare დაეხმარა. რგოლის მთავარი გმირი პოლია, სწორედ ერთ-ერთი რიგითი ავტომობილებზე გადაყოლილი დანიელი, რომლისთვისაც მანქანის სისუფთავე ყველაზე მეტად პრიორიტეტულია, ხოლო ცენტრების მიმართ უნდობლობის ზღვარი წარმოუდგენლად მაღალია.

 

https://vimeo.com/218262024

როდესაც კარის შემტვრევაზე მარტივი კედლის განგრევაა – ორიგინალური პრინტ კამპანია

პატარა გოგონას წარმოდგენები BMW-ს ავტომობილზე