ახალი ავტომობილის შეძენისას რესურსის მოსაძიებლად ბევრ ვარიანტს განვიხილავთ, მაგრამ რამდენად საინტერესო იქნებოდა წინადადება, რომელიც ძველის ახლით ჩანაცვლებას ერთი ოპერაციის პრინციპით გვთავაზობს? ანუ ღირს თუ არა TRADE-IN-ით სარგებლობა? ამ თემაზე თიბისი ლიზინგის ავტომიმართულების ხელმძღვანელი, ეკა ანჯაფარიძე გვიყვება.
M: პირველ რიგში, რატომ ავტოლიზინგი?
ვფიქრობ, შეკითხვა საკმაოდ კომპლექსურია. დასავლური პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მომხმარებელი არჩევანს აქტივის შესყიდვისა და ფლობის გამარტივებაზე აკეთებს, ანუ მათთვის მნიშვნელოვანია კომფორტი, რომელსაც სალიზინგო კომპანია სთავაზობს. ეს ნებისმიერი მოდელისთვის საჭირო დაფინანსების სისწრაფეს, მცირე რაოდენობით წარმოსადგენ საბუთებსა და ნაკლებ ყოველთვიურ გადასახადს გულისხმობს. ჩემი, როგორც ავტომოყვარულის გადმოსახედიდან აღსანიშნავია ისიც, რომ სულ გაქვს შესაძლებლობა მართო ახალი მოდელი, რადგან ჩანაცვლების პროცესიც ძალიან მარტივადაა აწყობილი.
M: რადგან თემატურად გაჩნდა შეკითხვა, ჩაანაცვლე, ანუ TRADE-IN-ს გულისხმობთ?
კი, TRADE-IN-ს, რომლის გარშემოც არსებობს მითი, რომ მხოლოდ ახალ ავტომობილს ეხება. წლების მანძილზე ცენტრები სთავაზობდნენ ავტომფლობელს ძველი მოდელის ახლით ჩანაცვლებას და ეს იმდენად აპრობირებულ პრაქტიკად იქცა, რომ გადავწყვიტეთ მსგავსი მოქნილი პროდუქტი მეორადი სატრანსპორტო საშუალებებისთვისაც შეგვექმნა. პროდუქტით სარგებლობა შესაძლებელია ავტომობილის როგორც ადგილობრივ ბაზარზე , ასევე იმპორტით შეძენისას.
M: საინტერესოა, რა უპირატესობებით ვსარგებლობთ ამ პროდუქტის ფარგლებში?
დამეთანხმებით, რომ კერძო გაყიდვების პროცესი საკმაოდ შრომატევადი და დამღლელია. დაასურათე შენი მანქანა, ატვირთე შესაბამის ვებგვერდზე ან სოციალურ ქსელებში, მიიღე წინადადებები პოტენციური მყიდველებისგან და ამომწურავად უპასუხე მათ შეკითხვებს, რას აფასებ შენ და რამდენი სურს გადაიხადოს დაინტერესებულმა პირმა? მოკლედ, ახალი ავტომობილის შეძენის წინ თუ ძველთან გამომშვიდობების სირთულეზე გეფიქრებათ, ჩანაცვლება უფრო კომფორტული იდეაა.
M: რა პროცესის გავლა უწევს პოტენციურ მომხმარებელს?
იმაზე მარტივის, ვიდრე წარმოგიდგენიათ. შეგვიძლია რეალური მაგალითი განვიხილოთ. თუ თქვენ ფლობთ მეორად, 2012 წელს გამოშვებულ ჰიუნდაი სონატას, რომლის საბაზრო ღირებულებას 11,304 ლარია და გსურთ შეიძინოთ 2013 წლიანი ლექსუს ES 33,532 ლარად, თიბისი ლიზინგი 22,227 ლარს დაგიფინანსებთ. გაითვალისწინეთ, რომ ამისთვის ძველი მოდელის ჩაბარება სრულიად საკმარისია, თანხის მისაღებად კი უზრუნველყოფის საგნის წარმოდგენა არ დაგჭირდებათ, რადგან მას თავად დალიზინგებული აქტივი წარმოადგენს.
M: რომელ წლიან აქტივებს ეხებათ ეს შესაძლებლობა?
აქტივის ხანდაზმულობა 15 წელს არ უნდა აღემატებოდეს.
M: გვითხარით, როგორც მომხმარებელმა — მომხმარებელს. რატომ უნდა ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობით?
აბსოლუტურად გულწრფელად ვთვლი, რომ ძველი მოდელის გაყიდვასთან დაკავშირებული თავის ტკივილი ახლის საყიდლად ფინანსური რესურსის მოძიების პროცედურა და სხვა დეტალები მაფერხებდა მე პირადად ახალი ავტომობილის შეძენის პროცესში. დღეს მომხმარებელს ვთავაზობთ სერვისს, რომელიც მათ მინიმალური ჩართულობასა და რამდენიმე საათს მოითხოვს. ვფიქრობ, საზღვარგარეთ აპრობირებული პრაქტიკების ჩვენთან დანერგვა ფინანსური ინსტრუმენტების დივერსიფიცირების შესაძლებლობას იძლევა, რაც მომხმარებლის ცხოვრებას მნიშვნელოვნად ამარტივებს.
[R]