in

ავტომობილის უსაფრთხოების ოქროს წესები: 5 დეტალი, რომლებიც მწყობრში უნდა გქონდეთ

ავტომობილის შემოწმება მძღოლებს ხშირად მხოლოდ ტექდათვალიერების მოახლოებისას ახსენდებათ. რეალურად კი, არსებობს ისეთი დეტალები, რომლებსაც მუდმივი ყურადღება სჭირდება. ზაფხულის სეზონზე ეს კიდევ უფრო გასათვალისწინებელია, რადგან მაღალი ტემპერატურა მასალებსა და მექანიზმებზე დამატებით დატვირთვას აჩენს, რაც დაზიანების რისკს ზრდის. ამერიკის გზის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) რეკომენდაციების გათვალისწინებით, ვისაუბრებთ ხუთ მთავარ საკითხზე, რომელთა ცოდნაც ნებისმიერი მძღოლისთვის სასარგებლოა.

საბურავები

საბურავები ავტომობილისა და გზის ერთადერთი შეხების წერტილია და სწორედ ამიტომ მას უსაფრთხოებაში უდიდესი როლი აქვს. NHTSA-ს მონაცემებით, მისი მწყობრიდან გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არასწორი წნევაა. ამასთანავე, ჰაერის დასაკარგად საბურავის დაზიანება სულაც არ არის აუცილებელი. ნებისმიერი მათგანი დროთა განმავლობაში თავისთავად, ბუნებრივად ეშვება.

წნევის შემოწმება ცივ მდგომარეობაშია სასურველი, სულ მცირე სამი საათის უმოძრაობის შემდეგ, რადგან ზუსტ მაჩვენებელს მხოლოდ ასე მივიღებთ. იდეალური წნევის მაჩვენებელი მწარმოებლის სახელმძღვანელოში ან მძღოლის კარის ჩარჩოზე განთავსებულ სტიკერზეა მითითებული. პროტექტორის შესამოწმებლად კი მონეტის ტესტის გამოყენებაც გამოგადგებათ. კერძოდ, თუ პროტექტორი მონეტის კიდეს სრულად ვერ ფარავს, ეს დეტალი უკვე შესაცვლელია.

ასევე საყურადღებოა საბურავის ასაკიც. ზოგიერთი მწარმოებლის რჩევაა, რომ ის ყოველ ექვს წელიწადში ერთხელ შეიცვალოს, ვიზუალური მდგომარეობის მიუხედავად. სხვადასხვა ზომისა თუ ტიპის საბურავი K Motors-შია ხელმისაწვდომი როგორც მსუბუქი, ისე კომერციული ტრანსპორტისთვის.

სამუხრუჭე სისტემა

სამუხრუჭე ხუნდი და დისკები ეტაპობრივად ცვდება. შესაბამისად, მძღოლი ამ ცვლილებას ყოველდღიურად ვერ ამჩნევს. მუხრუჭის პედალი თანდათან კარგავს პირვანდელ მგრძნობელობას და პრობლემა ხშირად მხოლოდ მაშინ იჩენს თავს, როცა ხუნდი უკვე ბოლომდეა გაცვეთილი.

სწორედ ამიტომ, სისტემის სპეციალისტთან პერიოდული შემოწმება აუცილებელია. ხელოსანმა ერთდროულად უნდა შეაფასოს ხუნდების მდგომარეობა, დისკების ზედაპირი და სამუხრუჭე სითხის დონე, რადგან მხოლოდ ერთი დეტალის დათვალიერებით ზუსტ სურათს ვერ მივიღებთ. ავტონაწილების მაღაზია K Motors-ში სამუხრუჭე ხუნდების ფართო არჩევანი დაგხვდებათ, კომპანიის სერვისცენტრებში კი ავტომობილის სრულ დიაგნოსტიკასაც შემოგთავაზებენ.

ძრავის ზეთი და სითხეები

ძრავის ზეთის დონე და ხარისხი მის გამართულ მუშაობაზე აისახება. თუ შეცვლის ვადა უკვე ახლოვდება, აჯობებს, ეს ხანგრძლივი მგზავრობის დაწყებამდე მოაგვაროთ და არა მის შემდეგ. გარდა ამისა, მანქანაში სხვა სითხეებიც არის, რომლებსაც არანაკლები ყურადღება სჭირდება.

სამუხრუჭე სითხეს, ტრანსმისიის ზეთს, საჭის ჰიდრავლიკასა და მინის საწმენდს თავ-თავისი დანიშნულება აქვს. შესაბამისად, მათი ავზების რეგულარული შემოწმება აუცილებელია. თუ რომელიმე მათგანთან გაჟონვის კვალს შეამჩნევთ, იცოდეთ, რომ ეს სერიოზული პრობლემის წინაპირობაა. დროული რეაგირება კი სამომავლო ხარჯებსა და რთულ შესაკეთებელ სამუშაოებს თავიდან აგარიდებთ. გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული წესი ელექტრომობილებზეც ვრცელდება, რადგან პერიოდული კონტროლი იქ არსებულ სითხეებსაც ერთნაირად სჭირდება.

გაგრილების სისტემა

ზაფხულის ცხელ დღეებში გაგრილების სისტემაზე დატვირთვა საგრძნობლად იზრდება. შესაბამისად, ანტიფრიზის დონე, ხარისხი და კონცენტრაცია მწარმოებლის რეკომენდაციებს ზუსტად უნდა ემთხვეოდეს. მართალია, ამის გადამოწმება მძღოლს დამოუკიდებლადაც შეუძლია, თუმცა სრული სურათის მისაღებად და გაჟონვის თუ ქიმიური შემადგენლობის დასადგენად, სპეციალისტთან ვიზიტი ბევრად საიმედოა.

რეზინის ღვედებისა და შლანგების მდგომარეობას ზაფხულში ორმაგი ყურადღება სჭირდება. მაღალი ტემპერატურა რეზინის ცვეთას აჩქარებს, ამიტომ, თუ ზედაპირზე ბზარებს ან გაცრეცილ ადგილებს შენიშნავთ, დეტალი დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს. იგივე მიდგომა მოქმედებს ძრავის ღვედებზეც. როცა ცვეთის კვალი თვალსაჩინოა, პრობლემის მოგვარება მგზავრობის დაწყებამდე აჯობებს, რათა შუა გზაში გაჩერება თავიდან აირიდოთ.

ელექტროსისტემა და განათება

ფარების, სამუხრუჭე შუქის, მოხვევის მაჩვენებლებისა და საავარიო განათების მუშაობის შემოწმება ერთ-ერთი ყველაზე მარტივი პროცედურაა, რომლის შესრულებაც თავად მძღოლსაც დამოუკიდებლად შეუძლია. მიუხედავად ამისა, მძღოლების დიდი ნაწილი ამ დეტალს ხშირად უგულებელყოფს. რეალურად კი, გაუმართავი განათება არა მხოლოდ ჯარიმის მიღების მიზეზია, არამედ პირდაპირ ზრდის ავარიის რისკს.

ამავე სიაში საპატიო ადგილს იკავებს აკუმულატორიც. ზაფხულში მასზე დატვირთვა მკვეთრად იმატებს, რადგან კონდიციონერი, მულტიმედია და სხვა ელექტრონული მოწყობილობები ხშირად ერთდროულად მუშაობს. შედეგად, ხანგრძლივი მგზავრობის წინ აკუმულატორისა და დამუხტვის სისტემის გადამოწმება ნამდვილად გონივრული ნაბიჯი იქნება.

ხუთივე ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებით სრულ დიაგნოსტიკასა და ავტომომსახურებას K Motors-ის სერვისცენტრებში შემოგთავაზებენ. კომპანია თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ფილიალებში მძღოლებს როგორც მსუბუქი, ისე კომერციული ტრანსპორტის სრულ ტექნიკურ დახმარებას უწევს. აქ მომხმარებლები ნაწილების შერჩევასა და პროფესიონალურ სერვისს ერთ სივრცეში იღებენ.

 [პარტნიორის კონტენტი]

რა არის ქრონიკული გადაწვის მიზეზი?

Meta-ს რეკლამის საფასურის გადახდა უკვე კრიპტოვალუტით გახდა შესაძლებელი