in ,

კლასიკური მუსიკა Audi-ის ავტომობილების შესრულებით – კამპანია Emmy Award-ისთვის

Audi უკვე 7 წელია, რაც Emmy Award-ის ოფიციალური სპონსორია. ამ თარიღის აღსანიშნავად ბრენდმა, სააგენტო Venables Bell & Partners-თან თანამშრომლობით, ძალიან საინტერესო და ორიგინალური სარეკლამო კამპანია შექმნა. ოდესმე თუ წარმოგიდგენიათ, როგორი შეიძლება იყოს ჩვენთვის ცნობილი კლასიკური, მუსიკალური სიმფონიები ავტომობილების შესრულებით? მართალია, ცოტა უცნაურად ჟღერს, თუმცა, სწორედ ეს უჩვეულობა განახორციელა Audi-მ რიგით 69-ე Emmy Award-ისთვის. Audi R8 V10 Plus, TT RS და SQ5 მოდელების ძრავის ხმით, ასევე სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, კომპანიამ 3 ნაწარმოები შეასრულა. ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის, როგორიც Emmy-ა სარეკლამო კამპანიებიც შესაფერისი უნდა იყოს და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ Audi-მ დავალებას თავი მშვენივრად გაართვა.

BOG
BOG

 

https://www.youtube.com/watch?v=7B0ktX1oeW0

https://www.youtube.com/watch?v=1EK3EA1-AmA

https://www.youtube.com/watch?v=Lr_kstRn0E8

სამყაროს შექმნის ისტორია Absolut-ის თავბრუდამხვევ ვიდეორგოლში, რომელზეც ოსკაროსანმა ოპერატორმა იმუშავა

ეკობრენდინგი – კონცეპტუალური ექსპერიმენტი! ცნობილი კომპანიების ეკოლოგიური და ეკონომიური ლოგოები!