in

ავტონომიური ელექტრო საჰაერო ტაქსი მალე აფრინდება!

Wisk Aero, ელექტრული ვერტიკალური აფრენისა და დაფრენის (eVTOL) კომპანია, ახალი ფრენისთვის ემზადება. eVTOL-ის უახლესი ვერსია, მე-6 თაობა, ბაზარზე ახალ ნიშას ქმნის, თანაც, ავტონომიური საჰაერო ტაქსით, რომელიც პილოტის გარეშე აფრინდება.

ყვითელ ავტონომიურ მფრინავს 6 წინა და 6 უკანა როტორი აქვს, 5 პირით, რომელიც ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად იხრება. მეექვსე თაობის ვერსიას 220 კმ/სთ სიჩქარესაც შეუძლია მიაღწიოს და 760-1220 მეტრამდე სიმაღლეზე ავიდეს. ბატარეები კი მას საშუალებას აძლევს, აფრინდეს 145 კილომეტრი დისტანციით. ხოლო მისი სრულად დამუხტვა 15 წუთზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი, ბუნებრივია, სწრაფი დამტენების წყალობით. და ყველაზე მნიშვნელოვანი — მასში 4 ადამიანს შეუძლია მოთავსდეს, თანაც, მათ ბარგის შესანახად უამრავი ადგილი ექნებათ. 

უფრო კომფორტული ფრენის გამოცდილებისთვის საჰაერო კრუიზს დიდი ფანჯრები, Wi-Fi და დამუხტვის პორტები აქვს. იგი ეკიპაჟის ზედამხედველობას ექვემდებარება და მას მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გადააბარებენ ადამიანს. ხოლო თუ მხოლოდ ეს არ არის თქვენთვის საკმარისი, რათა თავი დაცულად იგრძნოთ, გეტყვით, რომ მას ავარიაში მოხვედრის მილიარდიდან მხოლოდ ერთი შანსი აქვს.

საინტერესოა ისიც, რომ კომპანია უსაფრთხოების ტექნოლოგიის პოპულარიზაციას კვლავ აგრძელებს, მოელის, რომ ეკიპაჟის გარეშე თვითმფრინავით ფრენის იდეით პოტენციური მგზავრები უფრო დაცულად იგრძნობენ თავს.

თუმცა ამ იდეას Wisk Aero მარტო არ ახორციელებს — ბიზნესის მხარდამჭერია Boeing Company, რომლისგანაც კომპანიამ 450 მილიონი აშშ დოლარის გრანტი მიიღო. ამასთან, აქტიურად თანამშრომლობენ Kitty Hawk Corporation-თან, რომელიც ერთ-ერთი პირველი ორიგინალური საჰაერო ტაქსის საწარმოა. ახლა კი მათ აშშ-ს ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციისგან (FAA) სერთიფიკატის მიღება სურთ. ამ მიზნის მისაღწევად eVTOL-ს უსაფრთხოებისა და დიზაინის ყველა სტანდარტის დამკაყოფილება მოუწევს. ხოლო, როცა ეს მოხდება, Wisk წარმოების დაწყებას შეძლებს. 

და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდება, კომპანია 1.6 კილომეტრს 3 დოლარად დაფარავს. ასე რომ, ავტონომიური ელექტრო საჰაერო ტაქსით უკვე თქვენი სამომავლო ფრენის ღირებულებაც შეგიძლიათ გამოთვალოთ…

როგორ გავაუმჯობესოთ ბრენდის მობილური მარკეტინგი

როგორ უნდა მივიღოთ ახალი ხელმძღვანელები სამსახურში?