in ,

ნუ დაიჭერ მანქანის მართვისას! – Pokemon-ებზე ნადირობით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევები

მანქანის მართვის დროს სმარტფონის მოხმარებით გამოწვეულ ავტოსაგზაო შემთხვევებს ისედაც ძლივს ავუდიოდით, ახლა კიდევ Pokemon Go დაემატა და გაღუნული ლამპიონების, თუ წაქცეული ნაგვის ურნების რაოდენობამ საერთოდ მწვერვალებს მიაღწია.

ცნობილი თამაშის პატარა პერსონაჟები ყველგან არიან, მთელ ქალაქში დაიარებიან, მოულოდნელად შესაძლოა მანქანების სავალ გზაზეც გამოჩდნენ Pokemon–ზე “მონადირეებმა” კი ამ დროს მძღოლის ვალდებულებები შეიძლება სულ დაივიწყონ და შედეგად რამეს დაეჯახონ.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=30&v=HqwYZf6mqXo

 

მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, სადაზღვევო კომპანია Leo Burnett–მა სპეციალური ვიდეორგოლი გადაიღო, რომლისთვისაც ქალაქის ქუჩებში ცოტა არეულობა შექმნა. Pokemon–ებით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევები სადაზღვევო კამპანიის წამოწყების მთავარი გზავნილია. კამპანია “ნუ დაიჭერ მანქანის მართვის დროს”, თამაშის მოყვარულებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს. თუ თამაში და Pokemon–ის დაჭერა გსურთ, გააჩერეთ მანქანა და ფეხით მისდიეთ პერსონაჟს.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=115&v=ehUkMKpXFbs

 

თამაში მართლაც სახალისო და ნამდვილად ექსტრემალურია, თუმცა, ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს საზიანო, ამიტომ #DontCatchAndDrive.

მიმზიდველი თუ ვულგარული?! – Bras N Things–ის კოლექციამ Playboy–სთვის სერიოზული კრიტიკა დაიმსახურა

Samsung Georgia – განცხადებას ავრცელებს