in

ავტოსამყაროს 5 გამორჩეული დიზაინერი

საავტომობილო დიზაინის სამყარო არის დატვირთული, ქაოტური ადგილი, სადაც რთულია, მიაღწიო იდეალურ შედეგს. აქ მუდმივად არიან მკაცრი კრიტიკოსები. ის სავსეა დიზაინის ინოვაციური მიღწევებითა და კლასიკური მანქანების დახვეწილი ცვლილებებით, რაც საერთო ჯამში, მომხმარებლის არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს.

მას შემდეგ, რაც პირველი ოთხბორბლიანი მანქანა გამოვიდა, ინდუსტრია მკაცრი შეფასებების მიმღები იყო. შემოქმედებითი იდეალიზმის ფონზე, რომლითაც საავტომობილო სამყარო გახდა ცნობილი, არსებობდნენ ადამიანები, რომლებმაც თავიანთი სახელები ჩაწერეს ისტორიის ფურცლებზე. 

ინდუსტრიის მრავალსაუკუნოვანი ცხოვრების მანძილზე, ყოველთვის არსებობდნენ ლიდერები – უნიკალური ადამიანები, რომლებმაც აჩუქეს მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური და ლამაზი პლატფორმები და დაეხმარნენ ბრენდებს, ყოფილიყვნენ გამორჩეულნი. ყოველთვის, როდესაც თქვენ აფასებთ ან აკრიტიკებთ მანქანის დიზაინს, მის ინტერიერს და განიხილავთ, ტყავის სალონი სჯობს თუ ნაჭრის, გახსოვდეთ, რომ მათ უკან შემოქმედებითი გუნდი დგას თავისი ხელმძღვანელით, რომელსაც კონცეფცია ეკუთვნის.

ქვემოთ გამოვყოფთ ყველაზე გავლენიან დიზაინერებს, რომლებსაც საავტომობილო სამყარო ოდესმე იცნობდა – ასე რომ, შეიკარით ღვედი და წამოგვყევით:

კრის ბენგლი

კრის ბენგლი არის დიზაინერი, რომელიც დაეხმარა მთლიანად საავტომობილო ინდუსტრიის მომავლის ჩამოყალიბებას. მას შემდეგ, რაც დაამთავრა ხელოვნების ცენტრის დიზაინის კოლეჯი პასადენაში, კალიფორნიაში, ბაკალავრის (და მოგვიანებით, მაგისტრის) ხარისხით სამრეწველო დიზაინში, იგი გაემგზავრა გერმანიაში, სადაც მუშაობდა Opel-ის სხვადასხვა მოდელზე 1981 წლიდან 1985 წლამდე. 

ის ასევე გახლდათ Fiat-ის საკულტო კუპეს მთავარი დიზაინერი, რომელიც გამოვიდა 1993 წელს. მაგრამ მისი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარი იყო BMW-ს 1, 3, 5, 6 და 7 სერიები, რომელიც რჩება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, პატივსაცემ მანქანებად თანამედროვე სამყაროშიც.

იან კალუმი

იან კალუმი თავისი სამხატვრო კარიერის დიდ ნაწილს შოტლანდიაში, მორისონის აკადემიაში იწყებს. სწორედ აქ, ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში აღმოაჩინა მანქანების დიზაინით გატაცება. მას ჰქონდა იმედი, რომ დასაქმდებოდა ცნობილ ევროპელ მწარმოებელთან. მან მიზნის მისაღწევად 10 წელი დახარჯა და გლაზგოს ხელოვნების სკოლის დამთავრების შემდეგ სამრეწველო დიზაინის სპეციალობით (და მოგვიანებით, ლონდონის ხელოვნების სამეფო კოლეჯში) განაგრძო განვითარება. 

ის თავის პირველ სამუშაოს Ford-თან 1979 წელს შეუდგა. აქ იანი მწარმოებლის ყველაზე ადრეული სეპარატისტული მოდელების შედგენაში ეხმარებოდა, როგორებიცაა: RS200 და Escort RS Cosworth. 1990 წელს ის გაემგზავრა Ford-იდან და შეუერთდა პატარა ფირმას, რომელიც არაფრით ჰგავდა იმ დიდ კომპანიას, რომელსაც მიჩვეული იყო.

აქ ის აპროექტებდა Aston Martin DB7-ს და Vanquish-ს, მის ორ ყველაზე საკულტო ნამუშევარს, სანამ 1999 წელს იაგუარზე გადავიდოდა.

ბატისტა ფარინა

ბატისტა ფარინა უდავოდ იტალიის ერთ-ერთი ძვირფასი დიზაინერია. 1930 წელს ლეგენდარული Carrozzeria Pininfarina-ის ავტომშენებლობის კომპანიის შექმნის შემდეგ, მან და მისმა კოლეგებმა განაგრძეს ახალი, ომისშემდგომი პლატფორმების შექმნა, რომლებიც მათ გამორჩეულს ხდიდა. 

1952 წელს მას დაუდო კონტრაქტი Ferrari-მ, რათა ბატისტას შეექმნა ბრენდის ყველაზე საკულტო დიზაინი, მათ შორის 212, Dino Berlinetta Speciale და, შესაძლოა, მისი უდიდესი ნამუშევარი, Testarossa. 

მას შემდეგ, რაც დაასრულა თავისი ბოლო დიზაინი Alfa Romeo-სთვის (დუეტო, რომელიც გამოჩნდა ჟენევის საავტომობილო შოუზე 1966 წელს), იგი გარდაიცვალა ერთი თვის შემდეგ. მიუხედავად მისი წასვლისა, პინინფარინა რჩება ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კომპანიად – სავარაუდოდ ფარინას განსაკუთრებული პრინციპების გამო.

ჯორჯეტო ჯუჯარო

ბევრისთვის ჯორჯეტო ჯუჯარო წარმოადგენს საუკეთესო დიზაინერს, ვინც კი იტალიურ საავტომობილო დიზაინის სამყაროს ჰყოლია. კლასიკური და თანამედროვე სუპერმანქანებიდან, ცნობილი, ყოველდღიური მანქანებით დამთავრებული, მის ხელში ყველაფერმა გაიარა. 

მან მრავალი აღიარება დაიმსახურა თავისი კარიერის განმავლობაში და 1999 წელს, საუკუნის დიზაინერად აღიარების შემდეგ, 2002 წელს მისი სახელი შეიტანეს ავტომობილების დიდების დარბაზში. ღირსშესანიშნავი დიზაინის ვრცელი სია ამშვენებს მის პორტფოლიოს. ის თანამშრომლობდა უზარმაზარ მწარმოებლებთან: Alfa Romeo, Aston Martin, BMW, Fiat და სხვა.

შირო ნაკამურა

შირო ნაკამურა, უდავოდ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პიროვნებაა იაპონიის საავტომობილო ინდუსტრიაში, ეს მისმა პოზიციამაც განაპირობა. ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მწარმოებლის, Nissan-ის უფროსი ვიცე პრეზიდენტი იყო. მან კარიერა თავმდაბლურად დაიწყო, სამრეწველო დიზაინის ხარისხი მიიღო ტოკიოს მუშინოს ხელოვნების უნივერსიტეტში, სანამ გაემგზავრებოდა პასადენაში, კალიფორნიაში, სადაც დაამთავრა სატრანსპორტო დიზაინი ბაკალავრის ხარისხით.

ნაკამურამ ნისანის ხელმძღვანელის, კარლოს გოსნის რეკომენდაციით დატოვა თანამდებობა Isuzu-ში და დაევალა Nissan-ის დიზაინზე მუშაობა. მან მაშინვე აიღო პასუხისმგებლობა თავის კოლეგებზე და მოტივაცია მისცა მათ, რომ შეექმნათ მანქანები, რომლებიც იყო როგორც გამორჩეული, ასევე ინოვაციური, რამაც შექმნა ისეთი პატივსაცემი პლატფორმები, როგორიცაა Fairlady Z, Murano, Cube და, ალბათ, ყველაზე საკულტო იაპონური მანქანა, რომელიც ოდესმე ყოფილა წარმოებული – ბრენდი GT-R. 2010 წელს მას მიენიჭა EyesOn Design Lifetime Achievement Award-ის აკრედიტაცია.

ასე გამოიყურება მსოფლიოში ცნობილ საავტომობილო დიზაინერთა მოკლე სია. ეს ის ადამიანები არიან, რომელთა დიზაინებმაც უამრავი თაყვანისმცემელი მოიპოვა. დიზაინი ხომ ერთ-ერთი პირველია, რაც ავტომობილის დანახვისას თვალში გვხვდება…

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

„შენ ჩვენ ერთად“ – როგორ ეხმარება ეისითის მენეჯმენტ კონსალტინგი კომპანიებს არსებული პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებაში

როგორ უნდა დალიოთ აბები ისე, რომ ორგანიზმმა სწრაფად შეიწოვოს?