ავტოინდუსტრიას ყურადღების ცენტრში ყოფნა ნამდვილად უყვარს. ამის დამადასტურებელია ის ათასობით გამოფენა და შოუ, რომლებიც მანქანების წარმოსაჩენად იმართება. ახალი ავტომობილების პრეზენტაცია იქნება ეს, კლასიკური მანქანების გამოფენა, სპორტული ავტოშოუები თუ სხვა, წელიწადში არაერთი ღონისძიება ტარდება, სადაც ავტომოყვარულებს შეუძლიათ ინდუსტრიის პულსზე ეჭიროთ ხელი.
ამ რაოდენობის ღონისძიებებს ვერ ჩამოვთვლით, თუმცა გამოვარჩევთ რამდენიმე ცნობილ შოუს, რომლებიც დიდ ადგილს იკავებს ინდუსტრიის პოპულარიზაციასა და ცხოვრების წესში.
LE MANS 24 HOUR RACE
LE MANS-ის 24-საათიანი რბოლა Automobile Club de l’Ouest-ის მიერ შეიქმნა. პირველი რბოლა 1923 წლის 26-27 მაისს ჩატარდა და მას შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღონისძიებაა ავტოსამყაროში. კონკურსის მიზანი დღესაც უცვლელია – ტექნიკური ინოვაციების გაძლიერება, ხელშეწყობა და საავტომობილო ინდუსტრიის განვითარების წახალისება. 2023 წელს LE MANS-ის 90-ე რბოლა ივნისში გაიმართება.
Paris Global Motor Show
პარიზის შოუ პირველი საავტომობილო შოუა, რომელიც მსოფლიომ 1898 წელს იხილა. ის გადაიქცა დიდ ღონისძიებად, სადაც მსოფლიოს წამყვანი ავტომობილების დიზაინერები აჩვენებენ თავიანთ უახლეს კონცეპტუალურ მანქანებს. ავტომობილების მწარმოებლები ძირითადად იყენებენ ამ გამოფენას თავიანთი ახალი სერიებისა და კონცეფციის მანქანების საჩვენებლად. ის ყოველთვის იპყრობს მილიონზე მეტი პროფესიონალისა და ფართო საზოგადოების ყურადღებას, რაც მას ყველაზე პოპულარულ შოუდ აქცევს ავტოსამყაროში.
Chicago Auto Show
ჩიკაგოს ავტო შოუ არის ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე ცნობილი საავტომობილო შოუ და რალი. მისი თითოეული გამოშვება, ჩვეულებრივ, ათი დღე გრძელდება და დაახლოებით მილიონამდე ადამიანი ესწრება. ეს ყველაფერი ხდება 100000 კვადრატულ მეტრზე საგამოფენო სივრცე McCormick Place-ში. ჩიკაგოს ავტო შოუზე ყოველწლიურად 1000-ზე მეტი მანქანა მონაწილეობს.
Tokyo Motor Show
1950-იან წლებში ტოკიოს მოტორ შოუ ძირითადად კომერციული მანქანების პოპულარიზაციისთვის გამოიყენებოდა. თუმცა, იმის გამო, რომ შოუ საკმაოდ წარმატებული გამოდგა, ორგანიზატორებმა გააფართოვეს მისი კონცეფცია და 90-იანი წლებიდან იგი ჩვეულებრივი ავტომობილების გამოფენასაც მოიცავს. ეს არის იაპონური საავტომობილო ინდუსტრიის ყველაზე დიდი შეკრება და მთავარი აზიური ღონისძიება.
Geneva Motor Show
ჟენევის საერთაშორისო საავტომობილო შოუ არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღონისძიება შვეიცარიაში. აქ მრავალი ახალი წარმოებისა და კონცეფციის მანქანის დებიუტი შედგა. ასევე, აქ ასობით ათასი საავტომობილო ენთუზიასტი და ინდუსტრიის ლიდერი იკრიბება იმ იმედით, უახლესი და უდიდესი მსოფლიოს ავტომწარმოებლების ნამუშევრებს იხილავს.
Frankfurt Motor Show
ფრანკფურტის საავტომობილო შოუ, ასევე ცნობილი, როგორც Internationale Automobil-Ausstellung (IAA), არის მსოფლიოში უდიდესი ავტო შოუ, რომელიც ყოველწლიურად ტარდება.
1991 წლიდან ღონისძიება ორ ნაწილად გაიყო: კომერციული მანქანები გამოიფინება ჰანოვერში, ხოლო სამგზავრო მანქანების გამოფენა ფრანკფურტში იმართება ხოლმე და ერთი კვირა გრძელდება. ყოველწლიურად ასობით ათასი ადამიანი ჩამოდის ქალაქში ამ შოუზე დასასწრებად. ფრანკფურტი, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო საავტომობილო ღონისძიებები, თარიღდება 1800-იანი წლების ბოლო პერიოდით. მას შემდეგ ის გაიზარდა და გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შოუ ავტოისტორიაში.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი