in

“გალერია თბილისში” AW LAB-ის სპორტული მულტიბრენდული მაღაზია გაიხსნა

AW LAB ურბანული სპორტული სტილის ლაბორატორიაა. რომელიც 1997 წელს შეიქმნა, სახელწოდებით Athletes World. დღეს კი, 200-ზე მეტი მაღაზიითაა წარმოდგენილი ევროპასა და აზიაში. როგორ კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ლაბორატორია აერთიანებს ყველაზე მოდური, სპორტული ფეხსაცმლის და ტანსაცმლის კოლექციებს, რომელიც მომხარებელს აძლევს ინსპირაციას, საკუთარი სტილის შესაქმნელად. ბრენდი ბატას ჯგუფის ნაწილია რომელიც ფეხსაცმლის ინდუსტრიაში ოპერირებს, მსოფლიოს მასშტაბით, 100-ზე მეტ ქვეყანაში, 5000 მაღაზიით.

AW LAB– მომხმარებელს სთავაზობს, ცნობილი სპორტული ბრენდების ყველაზე ტრენდულ მოდელებს და ასევე ექსკლუზიურ მოდელებს რომელიც კოლაბორაციის საფუზველზე შექმნილია სპეციალურად AW LAB-ის მომხარებელთათვის.

საქართველოში პირველი სპორტული მულტი ბრენდული მაღაზიის AW LAB-ის ოფიციალური წარმომადგენელი  გახლავთ ICR TRADE, რომელსაც საცალო ბიზნესის სფეროში 25 წლიანი გამოცდილება აქვს და დღესდღეობით, მსოფლიოს 20-მდე საერთაშორისო ბრენდთან თანამშრომლობს.

მონო და მულტი ბრედების ფორმატში, საქართველოს მასშტაბით წარმოადგენს 60-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს.

ბრენდის პირველი მაღაზია 22 სექტემბერს საზემოდ გაიხსნა სავაჭრო ცენტრ “გალერია თბილისში”, მესამე სართულზე, ხოლო მეორე მაღაზიის გახსნა იგეგმება 20 ოქტომბერს, თბილისი მოლში. მომავალი წლისთვის, კომპანია ქსელს გააფართოებს და კიდევ ორ მაღაზიას გახსნის.

[R]

წითელი Tesla უფრო ძვირი ღირს! – UPDATE

Ad Black Sea 2018-ის შედეგები!