in

Awaken Your Madness — ძალისხმევა, რომელიც წარმატების მიღმა დგას

გერმანია-შოტლანდიის მატჩით, პარასკევს Euro 2024 დაიწყო; Nike Football-მა კი ამასთან დაკავშირებით ახალი სარეკლამო კამპანია გამოაქვეყნა, რომელიც საფეხბურთო სამყაროს „არყევს“.

BOG

Awaken Your Madness — ამ ენერგიულ სარეკლამო კამპანიაში რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი მონაწილეობს, რომელთა შორისაც არიან ნორვეგიელი სენსაცია ერლინგ ჰოლანდი, ბრაზილიელი ვარსკვლავი ვინი უმცროსი და ფრანგი ფენომენი კილიან მბაპე. სიუჟეტი ერთგვარ ქარიშხლიან მოგზაურობას მიჰყვება ინტენსიურ, ზოგჯერ უცნაურ რიტუალებში… ვხედავთ, რამდენს უძლებენ სპორტსმენები, რათა მწვერვალები დაიპყრონ.

ტრავმით დაწყებული, გამთენიისას გაღვიძებითა და უმი კვერცხის გადაყლაპვით დასრულებული, რეკლამა ნათლად ასახავს იმ „სიგიჟის“ სურათს, რომელსაც სპორტსმენები ყოველდღიურად გადიან. ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო კი აღნიშნავს, რომ ეს თავდადება აუცილებელია მსოფლიო დიდების მოსაპოვებლად.

თიბისი ბიზნესებს გადახდების ახალ, საერთაშორისო პლატფორმას სთავაზობს

Spotlight Tech 2024-ის ყველაზე პატარა სტუმარს სტეპის 100%-იანი გრანტი გადაეცა