1
Jun
2018

28 ჯილდო! კიევის სარეკლამო ფესტივალზე ქართული სააგენტოების დროშა ფრიალებს!

1 Jun 2018

KIAF კიევის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე, რომელიც წელს მეცხრამეტედ ჩატარდა, ქართული კრეატიული ინდუსტრია შემდეგი სააგენტოების სახით იყო წარმოდგენილი: ABK, Redberry, JWT Metro, BRID და Leavingstone. ამ წუთისთვის, ცნობილია, რომ Redberry-მ ფესტივალზე 13 ჯილდო მოიპოვა, ABK-მ – 7, Leavingstone-მა 6, BRID-მა 1, JWT Metro-მ – 1. Redberry-ის ერგო ფესტივალის უმაღლესი ჯილდო – გრან პრი და “წლის საუკეთესო სააგენტო”. ასევე, GWP-ის კამპანიისთვის: 1 ოქრო – Advertising Campaign, 2 ვერცხლი – Media, 1 ვერცხლი – Branded Content in Visual Storytelling, 1 ვერცხლი – Digital & Mobile, 1 ვერცხლი – Industry Categories.

Atipfund-ის კამპანიისთვის Redberry-მ მოიპოვა: 1 ვერცხლი – Radio & Audio, 1 ბრინჯაო – Advertisng Campaign, 1 ბრინჯაო – Media, 1 ვერცხლი – Digital & Mobile, 1 ბრინჯაო – Industry Categories.

ოქროს მფლობელი გახდა სააგენტო ABK, რომლის ნამუშევრებიდან 12 მოხვდა შორთლისთში. ერთი ოქროს გარდა, სააგენტო 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მფლობელი გახდა.

Leavingstone-მა ფესტივალიდან 6 ჯილდო წამოიღო. მათ შორის, კატეგორია: Out of Home – 2 ვერცხლი, Digital&Mobile – 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო, Industry Categories – 1 ვერცხლი, Media – 1 ბრინჯაო.

BRID-ის კამპანიას #V13 ფესტივალზე ვერცხლის ჯილდო ერგო.

Film კატეგორიაში, JWT Metro-ს ნამუშევარმა ბრინჯაო მოიპოვა.

განხილვა