in

რეკრუტინგის პირველი ქართული აპლიკაციის – Awork Business App-ის პრეზენტაცია 2 თებერვალს, King David-ში გაიმართა

2 თებერვალს პირველი ქართული რეკრუტირების აპლიკაციის Awork-ის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას 100-მდე სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის კომპანიის პარტნიორი HR-ები და რეკრუტერები, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში უკვე აქტიურად იყენებენ Awork-ის ინოვაციურ პროდუქტს. შეხვედრაზე სტუმრებს Awork-ის ბიზნეს აპლიკაცია გააცნეს, გასული წელი შეაჯამეს და 2023 წლის გეგმებზეც ისაუბრეს.

Awork ქართული დასაქმების ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი პროდუქტია, რომელიც უახლოეს მომავალში საერთაშორისო ბაზარზე აპირებს გასვლას.

და მაინც, რა არის Awork Business App და რატომ უნდა გადმოვიწეროთ ის?

Awork-ის ბიზნესის აპლიკაცია, იგივე რეკრუტინგის აპლიკაცია სიახლეა არამარტო ქართული, ასევე უცხოური ბაზრისთვის. აპლიკაცია, საკმაოდ მარტივი გამოსაყენებელია და ის ეხმარება დამსაქმებელს მობილურის გამოყენებით შემოსული განცხადებების ეფექტურად მართვაში და სასურველ კანდიდატებთან კომუნიკაციის დამყარებაში. Awork-ის პარტნიორ კომპანიებს, უკვე აქვთ შესაძლებლობა შერჩევის სრული პროცესი  მობილურის გამოყენებით მარტივად და სწრაფად აწარმოონ. თუ ჯერ კიდევ არ იყენებთ Awork-ის პლატფორმას, რეგისტრაციის გავლას შეძლებთ ბმულზე.

ვის შეუძლია Awork-ის ეკოსისტემის გამოყენება?

Awork-ის ეკოსისტემა ერთნაირად გამოსადეგია, როგორც სამსახურის მაძიებლებისთვის, ასევე დამსაქმებლებისთვის, რადგან მათ როგორც ვებგვერდს, ასევე მობილურ აპლიკაციებს სთავაზობს.

სამსახურის მაძიებლებს აპლიკაცია შესაძლებლობას აძლევს, შექმნან რეზიუმე ან ატვირთონ უკვე არსებული, მიუთითონ საკონტაქტო ინფორმაცია და საკუთარ განაცხადს სურათიც დაურთონ. აპლიკაციაში ინტეგრირებული მოქნილი ფილტრების მეშვეობით, მომხმარებელს არა მხოლოდ სასურველი ინდუსტრიის, არამედ სამუშაო ადგილამდე მანძილისა და განაკვეთის მითითებაც შეუძლია. ამის შემდეგ აპლიკაცია ბევრისთვის ნაცნობი ლოგიკით მუშაობს: შემოთავაზებული ვაკანსიებიდან მომხმარებელს შეუძლია გამოტოვოს, შეინახოს ან გაგზავნოს საკუთარი რეზიუმე სასურველ დამსაქმებელთან.

სამსახურის მაძიებლებთან ერთად, Awork-ის ბიზნეს პროფილის ქონა კომპანიებს და მის HR-ებს ეხმარება თავისუფალ თანამდებობაზე მარტივად გამოაცხადონ ვაკანსიები და მობილური აპლიკაციით შეაგროვონ, დააკვირდნენ, გაფილტრონ და შემდეგ ეტაპზე, გასაუბრებაზე მოიწვიონ სასურველი კანდიდატები.

რა შედეგები აქვს და რას გეგმავს Awork მომავალში?

Awork-ის პლატფორმაზე უკვე 35,000 მეტი სამუშაოს მაძიებელია რეგისტრირებული და 500-მდე პარტნიორი კომპანია, პროდუქტზე ინტერესი დღითიდღე იზრდება, რადგან ტექნოლოგია ძალიან მარტივი და მოსახერხებელია.

Awork-მა გასული წლის ბოლოს GITA-ს 150 000-ლარიანი გრანტი მოიპოვა, რაც პროდუქტის განვითარებას მოხმარდება. Awork-ის მომხმარებელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება და დამსაქმებელთა არჩევანიც სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება, ამიტომ სმარტფონში აპლიკაციის ჩამოსაწერად რამდენიმე მეგაბაიტის გამოყოფა ნამდვილად ღირს. Awork-ის ამბიციები მხოლოდ საქართველოს ბაზრით არ შემოიფარგლება და სჯერათ, რომ საკუთარ პროდუქტს საერთაშორისო ბაზარზეც მალე გაიტანენ.

Awork-ის რეკრუტინგის აპლიკაციის ჩამოტვირთვას შეძლებთ ბმულზე: https://wrk.ge/install-business

Awork-ის სამუშაოს მაძიებლის აპლიკაციის ჩამოტვირთვას შეძლებთ ბმულზე: https://wrk.ge/aworkapp

[R]

როგორ გადავიღოთ ფილმი iPhone-ით?

Guerlain-მა მატისის შთაგონებით, $170 000 ღირებულების სუნამო გამოუშვა