in

#აწყობილიცხოვრება – მხატვრები

რამდენად იდეალურია თბილისის სივრცე შემოქმედებითი ადამიანებისთვის? მოტივაცია, შთაგონება და საინტერესო მოვლენები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ყოველდღიურად ქმნის ახალს და სრულყოფილებისკენ ისწრაფვის. საინტერესოა, სად და როგორ წარმოუდგენიათ მხატვრებს აწყობილი ცხოვრება წლების შემდეგ.

ნინო ჩაკვეტაძე გარემო, სადაც ახლა ვცხოვრობ, ნამდვილად არ არის  იდეალური. პირველ რიგში, ცვლილებებს ჩემს სახლში და სამუშაო სივრცეში შევიტანდი. ყველაფერი მეტად  კომფორტული და მოსახერხებელი იქნებოდა.

როგორც წესი,ფინანსური მხარე ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ახალი სახელოსნო დადებითად შეცვლიდა ჩემს ყოველდღიურობას, ნაკლებად ვიფიქრებდი წვრილმან პრობლემებზე და მეტ დროს დავუთმობდი ხატვას. იდეალური გარემო ჩემთვის ოჯახიდან იწყება. აქტიური და ამავდროულად მშვიდი ცხოვრება საუკეთესო სივრცეა ჩემთვის.

გიორგი ჯანანაშვილი ადამიანი თავის სამყარო ყოველთვის  თავად იქმნის. იმ გარემოში, სადაც ახლა ვცხოვრობ ბევრი რამის შეცვლა მინდება მაგრამ სხვა  საკითხია რამდენად რეალურია ეს  ცვლილებები. დასაწყისთვის, იდეალური იქნებოდა ვიყო მეტად  თავასუფალი. მომავალზე ყველა ფიქრობს. ჩემთვის იდეალური გარემოა იქ,სადაც ხალხი სხვანიარად  ფიქრობს. აწყობილი ცხოვრება კონკრეტულ ადგილას წარმომიდგენია. ძალიან მინდა ნეპალში ცხოვრებაიდეალური იქნება თუ მატერიალურ მხარეზე ფიქრიც არ მომიწევს

ინგა ბალანჩინი  ჩემი ახლანდელი რეალობიდან ალბათ ყველაფერს შევცვლიდი; საცხოვრებელი ადგილიდან დავიწყებდი და ახალ ადამიანებსაც  სიამოვნებით გავიცნობდი. ამ ეტაპზე, მოტივაციის პოვნა და მომავლის განსაზღვრა მიჭირს.

აწყობილი ცხოვრება ჩემთვის, პირველ რიგში,  კომფორტთან ასოცირდება. ბედნიერება და  იდეალური მდგომარეობა მხოლოდ  მოგზაურობისას წარმომიდგენია. ვფიქრობ, რომ აწყობილი ცხოვრების განცდა და სიმშვიდე  მხოლოდ ამ შემთხვევაში დამეუფლება.


სალომე ასლამაზაშვილი ჩემი ყოველდღიური  ცხოვრებას 10 დან 7 ქულით შევაფასებდი. რომ არ არსებობდეს ურთიერთობები, ემოციები მგონია რომ ჩემი ცხოვრება ძალიან შავთეთრი იქნებოდა. მაგრამ ჩემი ალტერნეტიული  რეალობა სხვანაირი წარმომიდგენია. რადიკალურად განსხვავებული ადამიანი  ვიქნებოდი. შეიძლება სხვა ინტერესები მქონოდა  და ახალ ადამიანებთან დამეწყო მეგობრობა.

ცვლილებები იდეალური იქნებოდა.ჩემი აწყობილი ცხოვრება წარმომოდგენია პირველ რიგში ფინანსურად ძლიერი, დამოუკიდებელი და კარიერულად რეალიზებული. ძალიან მინდა ხელოვნება ჩვენს ქვეყანაში მეტად უყვარდეთ. ეს იქნებოდა იდეალური გარემო ხელოვანებისთვის.

ნატო ჯილავდარი გარემო, სადაც  ახლა ვცხოვრობ ძალიან შორს არის  იდეალური ცხოვრებისგან.  

ყველაფრის შეცვლას დავიწყებდი იმ ამბიდან, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ადამიანებს  ერთმანეთის და ზოგადად მოვლენების მიმართ.მგონია, რომ  ნამდვილი ცვლილებები სწორედ  აქედან იწყება. სხვა რეალობაში ალბათ მექნებოდა მეტი შესაძლებლობა, ემოციებით და ახალი, საინტერესო ამბებით სავსე ყოველდღიური ცხოვრება.

ვისურვებდი, რომ მეტად სოციალური ვიყო. კარგი მუსიკა, ფილმი, სასმელი, ადამიანები ყოველდღიურად ხდებიან ჩემთვის ინსპირაციის წყარო. ძლიერი ემოციები ყოველთვის მაძლევს ძალას აქტიურად ვიარო წინ და არ შევწყვიტო მოძრაობა, განვითარება. აწყობილი ცხოვრება ჩემთვის ასოცირდება პროფესიულ და შემოქმედების მაქსიმუმთან. მინდა რომ ისეთი რაღაცების შევქმნა, რაც  ბედნიერებას მომანიჭებს.

ნათია ცინცაძე – ვფიქრობ, რომ თითქმის იდეალურ გარემოში ვცხოვრობ. რეალობის შეცვლა რომ შემეძლოს მეტად მოვარგებდი ჩემს გონებას.

ზოგადად, მგონია, რომ აზარტი და სრულყოფილებისკენ სწრაფვა ცხოვრების მთავარი მოტივატორია. აწყობილი ცხოვრება ჩემთვის ასოცირდება  მრავალფეროვნებასთან, სიყვარულთან და გარემოსთან სადაც ჩემთვის კომფორტული ადამიანები იცხოვრბენ. რა თქმა უნდა აწყობილი ცხოვრება წარმოუდგენელია ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე.

რუბრიკის სპონსორია ტერაბანკი.

შემოქმედებითი ცხოვრება ყოველდღიურობაზე ფიქრის გარეშეც არის შესაძლებელი. ჩაერთე სესხების და ანაბრების გათამაშებაში და აიწყე ცხოვრება www.terabank.ge/ge/aitske-tskhovreba  #აწყობილიცხოვრება.

რთული რეალობა ეკრანებს მიღმა და საომარი მოქმედებების კოშმარი, გამომრთველის გარეშე!

თბილისში „ბიას“ ორგანიზებით საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გაიმართა