in

სამი სიტყვა, რომლებიც ძალადობის მსხვერპლ ქალებს გადაარჩენს – AXA-ს ინიციატივა

ქალზე ძალადობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მწვავე პრობლემაა და ამაზე ბოლო წლების სტატისტიკაც პირდაპირ მეტყველებს. მხოლოდ საფრანგეთი რომ ავიღოთ მაგალითად, ოჯახში ძალადობის შემთხვევების რაოდენობა 2016 წლიდან 2023 წლამდე გაორმაგდა, თუმცა, Fondation des Femmes-ის მონაცემებით, რეალური რიცხვი შეიძლება ყოველწლიურად ერთ მილიონ მსხვერპლს აღემატებოდეს.

BOG
BOG

ზოგიერთი ქალისთვის სახლის დატოვება წარმოუდგენელია ბევრი მიზეზის გამო: მათ არ აქვთ თავშესაფარი, ფული, სამსახური, არ ჰყავთ არავინ, ვინც შეიფარებს. ამის გამო მათ უწევთ ძალადობის ატანა.

ამ პრობლემის საპასუხოდ, სადაზღვევო კომპანია AXA France-მ, კრეატიულ სააგენტო Publicis Conseil-თან თანამშრომლობით, ისტორიული ნაბიჯი გადადგა და დაგეგმა კამპანია „სამი სიტყვა“, რომლის ფარგლებშიც, თავისი პოლისების შინაარსში ამატებს სიტყვებს: „და ოჯახში ძალადობა”. ის მსხვერპლებს სთავაზობს სასწრაფო გადაადგილებას საცხოვრებელში და, ასევე, იურიდიულ დახმარებასაც უწევს. 

ეს ინიციატივა სადაზღვევო ინდუსტრიისთვის პირველია და პასუხობს მკაცრ, მაგრამ სასწრაფო რეალობას: სახლი ხშირად ყველაზე საშიში ადგილია ქალებისთვის.

კამპანიის ფარგლებში AXA-მ ქეისვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ინიციატივის დეტალებს უფრო გასაგებს ხდის.

CashBack-ისა და Visa-ს საზაფხულო შეთავაზება ლიბერთის მომხმარებლებისთვის

მორიელის შხამს ძუძუს კიბოს უჯრედების განადგურება შეუძლია!