in

“ახალ საფეხურზე” – გამოფენა, რომელზეც უარყოფითი შეგრძნებები დაიმსხვრა

გამოფენა, რომელზეც ნეგატივი დაიმსხვრა – ასე შეიძლება ეწოდოს პერფორმანსს, რომელიც რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია “Global Benefits Georgia-მ” მოაწყო. მთავარი, რაც აღნიშნულ გამოფენას ახლდა თან იყო ის, რომ დამთვალიერებელი პერფორმანსის ნაწილად იქცა, იქ არსებული საგნები კი უარყოფითი შეგრძნებების გამოხატულებად. ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ, თავიანთი ემოციები ფიზიკურ საგნებთან დაეკავშირებინათ და დაემსხვრიათ ისინი – ე.ი მათზე გაემარჯვათ. თუ როგორ ჩაიარა გამოფენამ და რა არის დაგეგმილი სამომავლოდ, ყველაფერ ამაზე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებს გავესაუბრეთ:

M: რა მიზანს ემსახურებოდა „ახალ საფეხურზე?“ 

ადამიანის – როგორც ცოცხალი არსების – ბუნებრივი მოთხოვნილება ნეგატიური შეგრძნებისგან გათავისუფლებაა, რაც თვითგადარჩენის ფორმადაც შეიძლება ჩავთვალოთ. გამოფენაზე, რომელსაც პერფორმანსის სახე მიეცა, წარმოდგენილი  ობიექტები უარყოფითი განცდების ფიზიკური გამოხატულება გახლდათ.

ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ დამთვალიერებელს შეეძლო პასიური მაყურებლიდან პერფორმანსის მონაწილედ ქცეულიყო და არათუ შეხებოდა, არამედ დაემსხვრია ყველა ექსპონატი.

განადგურების აქტი  ერთგვარი მანიფესტია, რომელიც გამოხატავს ნეგატივზე გამარჯვებასა და ახალ საფეხურზე გადასვლის წყურვილს.

M: თქვენი აზრით, რა შედეგი ჰქონდა გამოფენას? დაიმსხვრა თუ არა, რეალურად, ნეგატივი?

პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ მსგავსი ღონისძიება საქართველოში აქამდე არ ჩატარებულა. გამოფენაზე მოწვეულ ყველა ადამიანს ჰქონდა საშუალება, აერჩია ნივთი, რომელიც გამოხატავდა მისთვის ნაცნობ ნეგატიურ ემოციას და იქვე გაენადგურებინა. მთავარი შედეგი ამ ადამიანების დადებითი განწყობა იყო, რაც ნათლად ჩანდა გამოფენის მსვლელობის დროს.

მათ ნამდვილად ჰქონდათ განცდა, რომ დაამსხვრიეს სხვადასხვა სახის ნეგატივი, როგორიც არის გულგატეხილობა, ეჭვი, შიში და ა.შ, რაც წინსვლისა და ახალ საფეხურზე გადასვლის ერთ-ერთი წინაპირობაა.

M: “ახალ საფეხურზე” ერთჯერადი გამოფენაა, თუ მომავალშიც ექნება გაგრძელება?

გამომდინარე იქიდან, რომ ნეგატივზე გამარჯვებასა და ცუდისგან განთავისუფლებას მოჰყვება დადებითი ემოციები, გადავწყვიტეთ, რომ გამოფენაზე საზოგადოების მიერ დამსხვრეული ექსპონატებით მოვაპირკეთოთ ქალაქში ერთ-ერთი კიბე, რომლის ლოკაციაც მალე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. გვინდა, ქალაქს შევძინოთ ფერადი კიბეები, რომლებიც ხალხის მიერ განადგურებული ბრაზისა და ეჭვისგან, გადალახული შიშებისგან, დამსხვრეული სტეროტიპებისგან და მსგავსი დადებითი ემოციებისგან იქნება შექმნილი.

M: და ბოლოს, რატომ მოგინდათ მსგავსი გამოფენის გაკეთება?

ჩვენი კომპანია ორი წლის გახდა და ამასთან დაკავშირებით, გვინდოდა საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გაგვეზიარებინა ჩვენი ღირებულებები და ეს მომხდარიყო მათთან უშუალო ურთიერთობით, არ ყოფილიყო უბრალო დაპირება, რომელსაც სარეკლამო ვიდეორგოლში გავაჟღერებდით.

[R]

რეგისტრაციების მორიგი რეკორდი Young Lions Georgia-ზე!

ბათუმის ბულვარს ახალი ლოგო აქვს