in

მალე, საქართველოში ახალგაზრდობის მოხალისეობის სრულყოფილი სტანდარტი დაინერგება

ყოველდღიურად თითოეული ჩვენგანი გააზრებულად თუ გაუაზრებლად ვაკეთებთ რაღაც ისეთს, რაც გვჯერა, რომ ჩვენ ირგვლივ გარემოს უკეთეს ადგილად გადააქცევს; განსაკუთრებით პანდემიის დროს, როდესაც გარშემომყოფებზე ზრუნვა ასე საჭირო არასდროს ყოფილა. მოხალისეობა პიროვნების იდენტობაა და ის შესაძლებლობას გვაძლევს, რეალურ გამოწვევაზე ვიმუშაოთ, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოვიტანოთ და, რაც მთავარია, ვიგრძნოთ საკუთარი თავის პოზიტიური ტრანსფორმაცია.

ყველასთვის რთული 2020 წლის მიწურულს ახალგაზრდობის სააგენტომ კიდევ ერთი საჭირო და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და მოხალისეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, “ახალგაზრდული მოხალისეობის ეროვნული სტრატეგია“ წარადგინა. სტრატეგია სააგენტომ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით შექმნა. ამ პროცესში მნიშვნელოვანი იყო დასავლური პრაქტიკის გაზიარება და მისი საქართველოს რეალობაზე მორგება, ასევე უშუალოდ ახალგაზრდების ჩართულობა, რომლებიც ონლაინ ფორმატში განხილვებში მონაწილეობდნენ, მათ შორის იყო ახლად შექმნილი ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოც.

სტრატეგიის შექმნა სფეროს ინსტიტუციონალიზაციისა და ფორმალიზაციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. სტრატეგიის არსებობა შესაძლებელს გახდის, მოხალისოების მსურველმა ახალგაზრდებმა მარტივად მოიძიონ და ჩაერთონ მოხლისეობრივ პროექტებში და ამ გზით თავიანთი რესურსი სასურველ სფეროს მოახმარონ, წვლილი შეიტანონ საზოგადოებრივი კეთილდღეობის მშენებლობასა და, ამავდროულად,  განვითარდნენ მათთვის საინტერესო მიმართულებით.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს მოხალისეობის ხარისხის გაიდლაინების შექმნას და მოხალისეობის აღიარების მექანიზმების შემუშავებას, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს, მოხალისისთვის მიმღებ ორგანიზაციებში და მოხალისეობის დროს გაწეული შრომით მიღებული კომპეტენციების ვალიდაციას.

საბოლოო ჯამში კი, სტრატეგია საფუძველს ჩაუყრის საზოგადოებაში მოხალისეობრივი კულტურის დანერგვასა და ხარისხიანი მოხალისეობრივი შესაძლებლობების შექმნას.

[R]

Mastercard, Bolt-ის საშუალებით, მედიკოსების კიდევ 15,000 მგზავრობას უზრუნველყოფს

BLANC – სრული სახის მოდულური ნიღაბი შეიქმნა ადამიანთა უსაფრთხოებისთვის