18
Jun
2014

ხელსაშრობი, რომელიც ახალ ამბებს ბეჭდავს

18 Jun 2014

Elit Electronics


ხელსაშრობი სამაგრი, როგორც პრინტერი და  ქაღალდი როგორც ახალი ამბების ფურცელი. ეს არის მექსიკური სააგენტოს Mas Por Mas-ის სარეკლამო კამპანია, რომლის კრეატივი FCB-ს ეკუთვნის.

“ჭკვიანი” ხელსაშრობის შექმნა და ამ ხერხით ყურადღების მიპყრობა, სარეკლამო სააგენტოების სიმრავლემ და დიდმა კონკურენციამ გამოიწვია. მომხმარებლის უჩვეულო და თან ამავდროულად ნაცნობი ხერხით დაინტერესება Mas Por Mas-მა ახალი ტექნოლოგიების საშუალებით მოახდინა. ხელსაშრობი wifi-ით დაკავშირებულია კომპიუტერთან, რომელიც საიტის სიახლეებს ავტომატურად ქაღალდზე ბეჭდავს.  ყოველი ქაღალდის ჩამოხევა ახალი ამბის გაგებას ნიშნავს.

განხილვა