27
Feb
2013

დაირღვა თუ არა საავტორო უფლება?! – “სუხიშვილების ” ახალი ცეკვა და “უკანასკნელი მოჰიკანის” “საუნდტრეკი”

27 Feb 2013

ანსამბლი“სუხიშვილების” ახალ ცეკვას “ახალი ყაზბეგური” და ფილმს “უკანასკნელი მოჰიკანს” მუსიკა აერთიანებს. ჰოლივუდის ერთ-ერთი “ბესთსელერის” “საუნდტრეკის ” ახალი არანჟირებით ქართული ცეკვა დაიდგა .ნაციონალური ბალეტის აღმასრულებელი მენეჯერი ხატია ეკიზაშვილის თქმით, ავტორისთვის, ან საავტორო უფლების მქონე პირისთვის, ნებართვა არ უთხოვიათ. სუხიშვილებში მიიჩნევენ, რომ საავტორო უფლება არ დარღვეულა, რადგან,  ანსამბლის ორკესტრმა მხოლოდ ფოლკლორული თემა გამოიყენა, არანჟირება კი, თავად გაუკეთეს და თავის მხრივ იგივე თემა უდევს საფუძვლად “უკანასკნელი მოჰიკანის” “საუნდტრეკსაც”.

“ახალი ყაზბეგურის” რეპეტიციის ჩანაწერი სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ამ ცეკვის მუსიკა მაშინვე განსჯის საგანი გახდა, არის თუ არა პლაგიატი და დაირღვა თუ არა საავტორო უფლება.

http://www.youtube.com/watch?v=0YK417iwhtE&feature=youtu.be

 
მელოდია 1992 წელს გამოსული ფილმის “ უკანასკნელი მოჰიკანის” “საუნდტრეკია”. მისი ავტორი სამხრეთ აფრიკელი კომპოზიტორი ტრევორ ჯონსია, რომელიც 1981 წლიდან ჰოლივუდის ფილმებისთვის წერს მუსიკას. მათ შორისაა “ნოტინგ ჰილი” (1999) ,” რიჩარდ III” (1995) , “სიყავრულის ზღვა”(1987) და სხვა.

სუხიშვილების მენეჯერის ამბობს:
“არანაირი მოლაპარაკებები არ გვქონია. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს საავტორო უფლებების დარღვევა იყო. გამოვიყენეთ ამ მუსიკის თემა, რომელიც , სხვათაშორის , ფოლკლორული ნაწარმოებია . ილიკო სუხიშვილს ჰქონდა რაღაც მონახაზი, ცეკვისათვის კი ეს თემა “აიღო”. შემდეგ არანჟირება ილიკომ და ანსამბლის ორკესტრმა ერთად გაუკეთეს. ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც “უკანასკნელი მოჰიკანის” ვერსიაა და შესაბამისად, არ მიგვაჩნია, რომ საავტორო უფლებები დაირღვა. თუ იმ ლოგიკით მივყვებით, რომ მსგავსი მუსიკა გამოყენებულია ფილმში, მაშინ გამოდის , რომ ირღვევა საავტორო უფლება, მაგრამ თუ იმ ლოგიკას გავყვებით, რომ ჩვენმა ორკესტრმა თავად გაუკეთა არანჟირება ფოლკლორულ თემას, მაშინ, არანაირი საავტორო უფლება არ დარღვეულა.ფოლკლორულ თემებს ხომ ხშირად სხავდასხვა ვერსიების შესაქმენალდ იყენებენ. თუნდაც, წინწყაროს თემა რამდენ ფილმშია გამოყენებული და პირიქით, ეს ჩვენთვის კარგია, უფრო პოპულარული იქნება ნაწარმოები”,- ამბობს ხატია ეკიზაშვილი.

განხილვა