in

ახალი ჰიბრიდული ბატარეა ელექტრო მანქანას 72 წამში მუხტავს!

Morand-ის სტარტაპის მიერ შემუშავებულ ბატარეის ახალ ტექნოლოგიას შეუძლია, ელექტრო მანქანები იმაზე უფრო სწრაფად დამუხტოს, ვიდრე ბენზინგასამართ სადგურზე მანქანის ავზის შევსებას სჭირდება. კონკრეტულად კი ჰიბრიდული სისტემა, რომელიც ტრადიციულ ბატარეებსა და ულტრაკონდენსატორების ტექნოლოგიას იყენებს, EV-ს 72 წამში მუხტავს. 

თუ ახლა დაფიქრდით, რამდენ დროს ხარჯავთ ავზის შესავსებად ბენზინგასამართ სადგურზე, გეტყვით, რომ ეს დაახლოებით 2 წუთს შეადგენს. გამოდის, eTechnology-ს ახალი ელექტრული ჰიბრიდული ბატარეის სისტემა დროს თითქმის ანახევრებს. ამასთან, მას ლითიუმ-იონურ ბატარეებზე, რომლებიც ელექტრომობილებში ტრადიციულად გამოიყენება, უფრო მეტი სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვს. 

საინტერესოა Morand-ის დაარსების ისტორიაც — F1-ის ყოფილმა მძღოლმა და გუნდის მენეჯერმა ბენუა მორანდმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა Hope Racing Oreco 01 Hybrid-ის განვითარებაში, ეს პირველი ჰიბრიდული პროტოტიპია, რომლის შექმნაც 10 წლის წინ დაიწყეს. კომპანიის მიზანია საავტომობილო რბოლის ენერგეტიკული ტექნოლოგიები ყოველდღიური გადაწყვეტილებებისთვის გამოიყენოს, რომელსაც შეუძლია, ენერგიის შეცვლაშიც კი დაგვეხმაროს. 

რაც შეეხება სატესტო რეჟიმს, საკმაოდ წარმატებული იყო, რაც პროტოტიპის 80%-მდე დამუხტვას მხოლოდ 72 წამში გულისხმობს, 98%-ს 120 წამში, 100% კი 2.5 წუთში 900 ამპერ/ 360 კვტ-მდე. კომპანიაში იმასაც აცხადებენ, რომ Geo Technology-მ დამოუკიდებელი ტესტირება ჩაატარა…

მართალია, ეს 100 კვტ/სთ+ იმ ბატარეის პაკეტებზე ვერ იმოქმედებს, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე შორ მანძილზე მოძრავი ელექტრომობილებისთვის გამოიყენება, მაგრამ, მორანდის თქმით, ძალიან კარგი გადაწყვეტილება იქნება პატარა ქალაქის მანქანებისთვის. მაგალითად, Citroën Ami-სთვის, რომლის ბატარეაც 5.5 კილოვატს უდრის. 

ამას გარდა, ტექნოლოგია დრონებისა და ელექტრო ველოსიპედებისთვისაც გამოსადეგი იქნება. შესაძლოა, 6-ამპერიანი ბატარეის მქონე ველოსიპედი 6 წუთში უფრო დაბალი სიჩქარით, 3.2 კილოვატით, დაიტენოს. იქნებ, მსგავსად, ელექტრო ველოსიპედები უფრო მისაღებიც კი გახდეს საზოგადოებისთვის…

თუ მორანდს დავუჯერებთ, eTechnology-ს, ტრადიციულ EV ბატარეებთან შედარებით, მეტი დამუხტვის ციკლიც აქვს. ამის საფუძველი eTechnology-ის 50 000 ციკლზე გამოცდაა. მეტიც, ბატარეები ექსტრემალურ ტემპერატურაზეც კარგად მუშაობს, რაც ელექტრომობილებისთვის ჩვეულებრივი ამბავი ნამდვილად არ არის… 

ამჯერად კი მორანდი, პარტნიორთან ერთად, eTechnology-ს ბაზარზე გასატანად მუშაობს. ალბათ, თავიდან ეს უფრო ძვირიც იქნება, ვიდრე ლითიუმ-იონური ბატარეის ტექნოლოგიაა… თუმცა, მსგავსად, Morand-ის მიზანიც წარმოების მასშტაბირება და მისი ღირებულების შემცირება ხდება.

ადამიანშია გამოსავალი! – როგორ შეიქმნა ილუსტრაციები საქართველოს ბანკის კამპანიისთვის

მთვარისკენ მიმავალი იაპონური სატელიტი მწყობრიდან გამოვიდა