in

თბილისში ახალი ჰიპერმარკეტი “აგროჰაბი” გაიხსნა

აგროჰაბი” პირველი ევროპული სტანდარტების აგრო პროდუქტების ჰიპერმარკეტია საქართველოში, რომლის ძირითადი კონცეფციაც მომხმარებლისთვის 100%-ით ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტების მიწოდებაა. ჰიპერმარკეტში განთავსებული პროდუქციის დასამზადებლად ნატურალური ქართული ნედლეული გამოიყენება. ამ თემასან დაკავშირებით უფრო დეტალურად მარკეტერთან „აგროჰაბის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა ისაუბრა.

BOG
BOG

M: როგორ გაჩნდა ასეთი ჰიპერმარკეტის გახსნის იდეა და ვინაა დამფუძნებელი?

რადგან გაცნობიერებული გვაქვს ის ფაქტი, რომ თითოეული ჩვენგანი და განსაკუთრებით  ჩვენი მომავალი თაობა ჯანსაღი ცხოვრების წესსა და მაღალი ხარისხის კვებას იმსახურებს, ჰიპერმარკეტის გახსნის უმთავრესი იდეა იყო მომხარებლებისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ხელშეწყობა, რომლის ამოსავალი წერტილი მყიდველისთვის 100%-ით ნატურალური ქართული პროდუქტების შეთავაზებაა. „აგროჰაბის“ დამფუძნებელი აკაკი ახვლედიანია, რომელსაც საცალო ვაჭრობის სფეროში დიდი გამოცდილება აქვს.

M: რა პროდუქციას აწარმოებთ და რამდენი დასახელების პროდუქტი გაქვთ?

“აგროჰაბი” აწარმოებს ISO 22000 სტანდარტით სერტიფიცირებულ, 100%-ით ნატურალურ  ქართულ რძის პროდუქტებს (არაჟანი, მაწონი, ხაჭო, ნადუღი, სულგუნი, იმერული, ქარხნული და ხელნაკეთი ყველის სახეობები). ასევე, გვაქვს ხილ-ბოსტნეულის მრავალფეროვანი ასორტიმენტი, ახლად დაჭერილი, ცოცხალი ზღვის პროდუქტები, Fresh თევზეულობა და აგროჰაბის ფერმის ხორცპროდუქტები.

აგროჰაბის “ოჯახური” მურაბები და მჟავეულობა დამზადებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებსა თუ კონსერვანტებს.

რაც შეეხება “აგროჰაბის” ღვინის მარანს, მომხარებელს შეუძლია დააგემოვნოს და შეიძინოს თერთმეტი დასახელების ცოცხალი, ადგილზე ჩამოსხმული, იშვიათი ჯიშის ღვინოები, როგორებიცაა: უსახელოური, ოჯალეში, ხვანჭკარა და ა.შ

“აგროჰაბში” ასევე გვხვდება: საკონდიტრო და პურ-ფუნთუშეულის საცხობები, ცივი და ცხელი სამზარეულო, ნახევარფაბრიკატების საამქრო და სალათების კულინარია.

M: რა სიახლეს სთავაზობთ მომხმარებელს პროდუქციის უსაფრთხოებსა და სერვისების მხრივ?

პროდუქციის უმაღლესი ხარისხი აგროჰაბის #1 პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ხარისხის კონტროლისათვის გვაქვს უმაღლესი დონის ევროპული დანადგარებით აღჭურვილი სამი სახის ლაბორატორია (ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და ვეტერინარული) და სპეციალურად შერჩეული გუნდი, რომელიც პასუხისმგებელია პროდუქციის უსაფრთხოებასა და მაღალ ხარისხზე.

რაც შეეხება სერვისებს, გვაქვს ხორცპროდუქტების ადგილზე შეწვისა და თევზეულობის ადგილზე გასუფთავების / შეწვის სერვისი.

M: რით განსხვავდება „აგროჰაბი“ ბაზარზე არსებული სხვა ჰიპერმაკეტებისგან?

„აგროჰაბი“ სხვა ჰიპერმარკეტებისაგან გამოირჩევა უნიკალური კონცეფციით – 100%-ით ქართული, ნატურალური პროდუქცია, რომელიც გამოირჩევა ჯანსაღი თვისებებითა და უნიკალური გემოთი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პროდუქციის დასამზადებლად გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ქართული ნატურალური ნედლეული.

M: რა ნაბიჯების გადადგმას აპირებთ სამომავლოდ?

მომხარებელთა თხოვნის გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში ვაპირებთ „აგროჰაბის“ ფილიალების გახსნას თბილისის სხვადასხვა რაიონში.

  

დასავლეთ ბენგალის საოცრებები – შთამბეჭდავი ვიდეორგოლი ტურისტებისთვის

როგორ შეიცვალა მსოფლიო ბრენდების ლოგოები დაარსებიდან დღემდე?