14
Jan
2019

Smart Managment Studio-ს ახალი ინვესტიცია SHTAB-ში

14 Jan 2019

გასართობი სივრცე, სახელად “SHTAB” ამიერიდან ახალი კონცეფციის მიხედვით იფუნქციონირებს. კერძოდ კი, იგი განკუთვნილი იქნება როგორც დაბადების დღეებისთვის და ქორწილებისთვის, ისე ნებისმიერი კორპორატიული ღონისძიებისთვისაც. აუზი, მუსიკა, ადაპტირებული გარემო მსურველებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი სურვილის მიხედვით მოაწყონ ღონისძიებები. შტაბის შესახებ მისი ახალი კონცეფციის შემქმნელსა და “Smart Management Studio-ს” მმართველი პარტნიორი, ბექა ჭანკვეტაძეს ვესაუბრეთ:

M: რა სიახლეებია დღესდღეობით შტაბში?

შტაბის მენეჯმენტში შევიდა ებრაული კომპანია “Smart Management Studio”, რომელსაც ისრაელსა და ამერიკაში ივენთების ორგანიზების დიდი გამოცდილება აქვს. “Smart Management Studio” საქართველოში თანამშრომლობს “Team4events -თან”, რომლის დამფუძნებელია ნინი დედალამაზიშვილი, რომლის თქმითაც, სპეციალური სტანდარტ პაკეტი შეიქმნა ამ თანამშრომლობისთვის, რომელიც ქორწილს და ზოგადად სადღესასწაულო მომსახურებას ხელმისაწვდომს გახდის ყველა კატეგორიის სეგმენტისთვის.

როგორც იგი თავად გვიყვება, შენობა სანამ ახალ კონცეფციას მოერგებოდა, კლუბური ტიპის გასართობი ადგილი იყო, ასევე, შესაძლებელი იყო მისი დაქირავებაც. განახლებული შტაბი კი მომხმარებლებს სრულ მომსახურებას სთავაზობს.

“პაკეტში შედის ყველაფერი, იქნება ქორწილი, დაბადების დღე თუ სხვა ღონისძიება, შემკვეთი უბრალოდ ყიდულობს პაკეტს და შემდგომ იღებს სრულ მომსახურებას ისე, რომ თავად არაფრის გაკეთება უწევს.”

M: ვინ არის შტაბის ძირითადი სეგმენტი?

შტაბი გათვლილია ახალგაზრდებზე ძირითადად. დაბადების დღეებისა და ქორწილების შემთხვევაშიც, შემკვეთების 90% ახალგაზრდობაა.

M: თბილისში საკმაოდ ბევრი გასართობი ადგილია, როგორ ფიქრობთ, შტაბი რითია გამორჩეული?

შტაბი მდებარეობს ძალიან კარგ ადგილას – იგი არის ტყეში, ვერეს ხეობის პირას. მუსიკასა და ხმაურში შეზღუდული არ ხარ, რამდენი ხანიც უნდა იყოს, იგი არავის შეაწუხებს. ამ შემთხვევაში შტაბის ხმაური მეზობელს ან ვინმეს ხელს ფიზიკურად ვერ შეუშლის. აღსანიშნავია ისიც, რომ სულ ახლახანს გზა დააგეს და შტაბამდე მოსვლა უფრო მარტივი და კომფორტული გახდა.

[R]

განხილვა